"სტომატოლოგი" ზებრა

ციურიხის ზოოპარკში დამთვალიერებლები სახტად დარჩნენ, როცა დაინახეს, როგორ უწმენდდა ზებრა ბეჰემოთს კბილებს.

"ჰიგიენური პროცედურა" 15 წუთს გაგრძელდა და მშვიდობიანად დასრულდა.

დღემდე მსოფლიოში მსგავსი რამ არასდროს შეუმჩნევიათ - მხოლოდ რამდენიმე სახეობის ჩიტი ეწევა აფრიკაში ანალოგიურ "პრაქტიკას" ნიანგებსა და ბეჰემოთებთან.

სხვათა შორის, ბეჰემოთი ერთ-ერთ ყველაზე აგრესიული ცხოველია. მის მძლავრ ყბებს არაერთი ნიანგი ემსხვერპლა, ასევე თავისუფლად შეუძლია მომცრო ნავის შუაზე გადაკვნეტა და არაერთხელ დასხმია თავს ადამიანსაც.