რინგო სტარი მშობლიურ ქალაქს შეურიგდა

რინგო სტარი მშობლიურ ქალაქს შეურიგდა

2008 წელს ცნობილმა მუსიკოსმა, ლეგენდარული ჯგუფი “The Beatles” წევრმა რინგო სტარმა ქალაქ ლივერპულში ერთი ჩვეულებრივი კონცერტი ჩაატარა. მისი დასრულების შემდეგ, ექს-ბითლზს ადგილობრივმა ჟურნალისტებმა ინტერვიუ ჩამოართვეს და მონასტერიც ამის შემდეგ აირია.

 

შეკითხვაზე, განიცდის თუ არა ნოსტალგიას მშობლიური ქალაქის მიმართ, მუსიკოსმა საბედისწერო პასუხი გასცა. ადგილობრივი პრესის წარმომადგენელს რინგომ ყოველგვარი შელამაზების გარეშე მიუგო, რომ დაძაბული სამუშაო გრაფიკის გამო ლივერპულის მონატრებით თავს არ იწუხებს.

 

ამ ინტერვიუმ “The Beatles” მშობლიურ ქალაქში დიდი რეზონანსი გამოიწვია. ლივერპულის მაცხოვრებლებმა რინგო სტარს არაპატრიოტობაში ბრალი დასდეს და საკუთარი ქალაქიდან რამდენიმე წლის განმავლობაში მოკვეთეს.

 

ყინული მიმდინარე წლის 18 ივნისს გალღვა, როდესაც სამ წლიანი იძულებითი გაუჩინარების შემდეგ სახელოვანმა მუსიკოსმა “Liverpool Empire”-ს დარბაზში   მორიგი კონცერტი ჩაატარა.

 

კონცერტის მსვლელობისას, რინგო სტარმა სამჯერ სპეციალური განცხადება გააკეთა და თანაქალაქელებს სიყვარულში გამოუტყდა.

 

ბრიტანული პრესის მტკიცებით, ქალაქ ლივერპულის მაცხოვრებლები რინგო სტარს თბილად შეხვდნენ და 2008 წელს გაკეთებული არადიპლომატიური გამონათქვამები აპატიეს. კონცერტის დასრულების შემდეგ  მთელი დარბაზი ფეხზე წამოდგა და სახელოვანი თანაქალაქელი 15 წუთის განმავლობაში სცენიდან არ გაუშვა.

 

შერიგების მიუხედავად, რინგო სტარის კონცერტზე დასასწრები 350 ბილეთი მაინც გაუყიდავი დარჩა.

 

კონცერტზე რინგომ ძირითადად მის ახალ ალბომში, “The Other Side Of The Liverpool” შესული კომპოზიციები შეასრულა. დისშვილის გამოსვლას ესწრებოდა მუსიკოსის 94 წლის დეიდაც, რომელიც თვალზე ცრემლს ვერ იკავებდა.

 

საინტერესოა, რომ “The Beatles”-მა შორეულ 1965 წელს სწორედ რომ “Liverpool Empire”-ს დარბაზში ჩაატარა კონცერტი, რომელიც მშობლიურ ქალაქში უკანასკნელი აღმოჩნდა.