ჯეკ ნიკოლსონის საიდუმლო

ჯეკ ნიკოლსონის საიდუმლო

რაც უფრო ცნობილია ადამიანი, მით დიდია ინტერესი მის მიმართ. ამიტომ ჟურნალისტები გამალებით ცდილობენ, მათი ცხოვრების დეტალების გამომზეურებას, მათ თვალსა და ყურს ხომ არაფერი დაემალება.

ჰოლივუდის ერთ-ერთი უდიდესი მსახიობი ჯეკ ნიკოლსონი 1936 წელს მოევლინა ქვეყანას. მისი დაბადების ისტორია პირდაპირ მზა სიუჟეტია მექსიკური ტელესერიალისთვის - მამამ, რომლის შესახებაც ნიკოლსონმა დღემდე თითქმის არაფერი იცის, ორსული მეგობარი გოგონა მშობიარობამდე ერთი თვით ადრე მიატოვა.

გოგონას დედამ, რომელიც ერთ-ერთ ღამის კლუბში "შოუ-გოგონად" მუშაობდა, გადაწყვიტა, ქალიშვილს დახმარებოდა და მისი ბავშვი აღეზარდა.

ბიჭს დაუმალეს, თუ ვინ იყო მისი ნამდვილი დედა და 30 წლის ასაკამდე დედას "დას" ეძახდა, ბებიას კი - "დედას". ეს ყველაფერი ჯეკს გაზეთ "ტაიმის" ჟურნალისტმა ინტერვიუს აღების დროს შეატყობინა. იმ დროისთვის ორივე ქალბატონი უკვე გარდაცვლილი იყო...