ჯგუფი “Take That” გალიდერდა

ჯგუფი “Take That” გალიდერდა

გუშინ დიდ ბრიტანეთში გამოქვეყნდა წინა კვირის მუსიკალური ალბომების მორიგი ჰიტ-პარადი.

 

ყველაზე რეიტინგული ალბომების სათავეში ამჯერად ცნობილი ჯგუფი “Take That”-ის სტუდიური ნამუშევარი “Progress” მოექცა. საინტერესოა, რომ ეს ალბომი გაყიდვაში გასული წლის ნოემბერში გამოვიდა. ჯგუფის წევრების გადაწყვეტილებით, ის მიმდინარე წლის 10 ივნისს ხელახლა გამოიცა და დაემთხვა მინი-ალბომის “Progressed”-ის გამოშვებას. ამ  ნამუშევარში ის კომპოზიციები შევიდა, რომელიც თავის დროზე დისკ “Progress”-ში ვერ მოხვდა.

 

“Progress” ჯგუფი “Take That”-ის პირველი სტუდიური ჩანაწერი აღმოჩნდა ბოლო 15 წლის განმავლობაში. ამ ალბომზე ჯგუფის ხუთივე წევრი მუშაობდა, თვით რობი უილიამსის ჩათვლით. ასევე ყველამ მონაწილეობა მიიღო ახალი მინი-ალბომის ჩაწერაშიც.

 

ჯგუფი “Take That” 1990 წელს ჩამოყალიბდა ინგლისის ქალაქ მანჩესტერში. მის შემადგენლობაში შედიოდნენ: ჰარი ბარლოუ, მარკ ოუენი, ჯეისონ ორანჯი, ჰოვარდ დონალდი და რობი უილიამსი. 1993-1996 წლებში ზედიზედ რვაჯერ დიდი ბრიტანეთის ჰიტ-პარადების სათავეში მოექცა. მათი სინგლი “Back For Good” ინგლისში და აშშ-ში დღემდე საუკეთესოთა რიცხვში შედის.

 

მაგრამ დავუბრუნდეთ წინა კვირის საუკეთესო ბრიტანული მუსიკალური ალბომების რეიტინგს.

 

ყოფილი “ლიდერი”, ჯგუფი “Arctic Monkeys” ალბომი “Suck It and See” ამჟამად მეოთხე პოზიციამდე ჩამოქვეითდა.

 

მეორე ადგილს კვლავ მომღერალი ადელის ალბომი “21” ინარჩუნებს. მესამე კი ლედი გაგას ალბომი “Born This Way”-ია.