"ისტორიული რეგატა"

ვენეციის გრანდ-არხზე ყოველი სექტემბრის პირველ კვირადღეს საზეიმო "ისტორიული რეგატა" იმართება.

გრანდიოზული სანახაობა კვიპროსის მეფის ვენეციელ მეუღლეს _ კატერინა კორნაროს ეძღვნება, რომელმაც 1489 წელს უარი თქვა ტახტზე ვენეციის რესპუბლიკის სასარგებლოდ - პირველი რეგატა სწორედ ვენეციაში დაბრუნებულ კატერინას დახვდა...

კოსტიუმირებული წარმოდგენა დღესაც კვიპროსის დედოფლის საზეიმო დახვედრით იწყება. საზეიმო სვლას წინ ვენეციელი დოჟის ბარჟა მიუძღვის.

საკარნავალო პროცესიის აუცილებელი მონაწილენი არიან მე-15 საუკუნის სამოსში გამოწყობილი დოჟი და მისი მეუღლე, ელჩები და მინისტრები. ზეიმში უამრავი ვენეციელი მონაწილეობს.