„სუპერტრიუფელი“

„სუპერტრიუფელი“

ინგლისში "შოკოლადის ეროვნულ კვირეულს" აღნიშნავენ. ქალაქ უორკსის ერთ-ერთი რესტორნის მფლობელმა ჯანი დანიელომ კი რეკლამისთვის გინესის წიგნში მოხვედრა განიზრახა და საკუთარი შეფმზარეულის, კრის ლონგის დახმარებით მიზანსაც მიაღწია.

მათ მსოფლიოში ყველაზე დიდი შოკოლადის ტრიუფელი დაამზადეს.

გიგანტური სასუსნავი 254 კგ-ს იწონის და წინა რეკორდზე 60 კგ-ით მეტია.

ტრიუფელი "წესების სრული დაცვით" არის დამზადებული, ანუ შოკოლადის, ნაღებისა და კაკაოს ფხვნილის გარდა გამოყენებულია კრემი "განაში" და კონიაკი.