ჯგუფი “ The Subways” ახალი ალბომი

ჯგუფი “ The Subways” ახალი ალბომი

რამდენიმე დღის წინ, ბრიტანულმა ინდი-როკ ჯფუფმა “The Subways”-მა საკუთარ ინტერნეტ-საიტზე ახალი ინფორმაცია განათავსა. ჯგუფის წევრებმა მუშაობა დაასრულეს რიგით მესამე სტუდიურ ჩანაწერზე. ამ ახალი ალბომის სახელწოდებაა “Money And Celebrity” და გაყიდვაში მიმდინარე წლის სექტემბერში გამოვა.

 

ჯგუფი “The Subways”-ის წინა ალბომი “All or Nothing” 2008 წლით არის დათარიღებული.

 

ალბომში “Money And Celebrity” ცხრა კომპოზიცია იქნება შესული.

 

1.         Celebrity

 

2.         We Don't Need Money To Have A Good Time

 

3.         Popdeath

 

4.         Down Our Street

 

5.         It's a Party

 

6.         Kiss Kiss Bang Bang

 

7.         Like I Love You

 

8.         Rumour

 

9.         Money

 

ჯგუფი “The Subways” 2003 წელს ჩამოყალიბდა, ინგლისის ჰართფორდშირის საგრაფოს ქალაქ ველვინ გარდენ სიტიში. მის შემადგენლობაში შედიან: ბილი ლანი ( გიტარა, ვოკალი), შარლოტა კუპერი ( ბას-გიტარა, ვოკალი) და ჯოშ მორგანი ( დასარტყამი ინსტრუმენტი).