ჯგუფი “U2” ყველაზე შემოსავლიანია

ჯგუფი “U2” ყველაზე შემოსავლიანია

18 ივნისს გამომცემლობა “ფორბსმა” გამოაქვეყნა ბოლო 12 თვის განმავლობაში, მსოფლიოს ყველაზე შემოსავლიანი მუსიკოსების ჩამონათვალი.

 

ამ საპატიო ნუსხის პირველი პოზიცია ირლანდიურმა ჯგუფმა “U2”-მა დაიკავა. მათ პირად ანგარიშზე ბოლო წელს დაგროვებული  195 მილიონი დოლარი აღმოჩნდა.

 

მეორე საფეხურზე ჯგუფი “Bon Jovi”-ია. უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში მათ 125 მილიონი დოლარი გამოიმუშავეს.

 

უბერებელი ელტონ ჯონი მესამე საპრიზო ადგილზე გავიდა. მუსიკოსი სულ რაღაც 100 მილიონი დოლარით გამდიდრდა.

 

ამ ჩამონათვალს ორი “დებიუტანტი” მომღერალიც ჰყავს. ლედი გაგამ პირადი ანგარიში 90 მილიონი დოლარით გაზარდა, კანადელი თინეიჯერი ჯასტინ ბიბერი კი 53 მილიონით გამდიდრდა.

 

უკანასკნელი 12 თვის ყველაზე შემოსავლიანი მუსოკოსების პირველი ათეული შემდეგნაირად გამოიყურება:

 

1.         U2 - 195 $

 

2.         Bon Jovi - 125 $

 

3.         Elton John - 100 $

 

4.         Lady GaGa - 90 $

 

5.         მაიკლ ბუბლე - 70 $

 

6.         პოლ მაკარტნი - 67 $

 

7.         The Black Eyed Peas -  61 $

 

8.         The Eagles - 60 $

 

9.         ჯასტინ ბიბერი - 53 $

 

10.       Dave Matthews Band - 51 $