უკმაყოფილო ვარსკვლავი

უკმაყოფილო ვარსკვლავი

ჰოლივუდის ბრწყინვალე კინოვარსკვლავი გრეტა გარბო ერთხელ აშკარად უკმაყოფილო დარჩა თავისი ფოტოსურათით.

- ვერ გამიგია, რაშია საქმე, - საყვედურობდა ფოტოგრაფს ცნობილი მზეთუნახავი. – უკანასკნელად თქვენ ისე მშვენივრად გადამიღეთ სურათი, ახლა, კი, უბრალოდ, საკუთარ თავსაც არ ვგავარ. რა მოხდა, არ მეტყვით?

ოსტატის პასუხი ჭეშმარიტად ჯენტლმენის საკადრისი გახლდათ.

- ნუ დაივიწყებთ, ჩემო ღვთაებრივო, - მოკრძალებით შენიშნა მან. – რომ მაშინ მთელი 15 წლით ახალგაზრდა ვიყავი...