ჩინელი მეცნიერების მიღწევა

ჩინელი მეცნიერების მიღწევა

ჩინეთში ზეიანგის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შექმნეს მოწყობილობა, რომელსაც საგნების გაუჩინარება შეუძლია.

ხუთსანტიმეტრიან ჰექსაგონისებურ ცილინდრი მხოლოდ 10 სანტიმეტრის ზომის საგნებს "აქრობს".

გამოგონების ერთ-ერთი ავტორი, მკვლევარი ზენგ ბინი უჩინმაჩინის მუშაობის პრინციპს ასე ხსნის - ადამიანის თვალი აღიქვამს იმ სინათლეს, რომელსაც საგნები ირეკლავს, ეს მოწყობილობა კი სპეციალური შუშის წყალობით საშუალებას არ აძლევს საგნის ზედაპირს პირდაპირ აირეკლოს განათება.