ჯინ სიმონსი ვინიპეგის საპატიო მოქალაქეა

ჯინ სიმონსი ვინიპეგის საპატიო მოქალაქეა

რამდენიმე დღის წინ ცნობილი ამერიკული ჯგუფი “Kiss”-ის ვოკალისტი და ბასისტი ჯინ სიმონსი კანადის ქალაქ ვინიპეგის საპატიო მოქალაქედ აირჩიეს.

 

ვინიპეგის მერიის წინ გამართულ საზეიმო ცერემონიალზე, ქალაქის თავმა გორდ სტივზმა 61 წლის როკმენს სიმბოლური გასაღები გადასცა. ამ ღონისძიებას რამდენიმე ათასი ადამიანი ესწრებოდა, მათ შორის ჯგუფი “Kiss”-ის შემოქმედების ადგილობრივი თაყვანისმცემლებიც.

 

დაჯილდოების ღონისძიების დასრულების შემდეგ ჯინ სიმონსი ერთგულმა ფანებმა ალყაში მოაქციეს და გულმხურვალედ მიესალმნენ.

 

“ვინიპეგის საპატიო მოქალაქედ არჩევა ჩემთვის დიდი პატივია. ამ გასაღებს ჩემს თითოეულ მეგობარს განსაკუთრებული სიამაყით ვუჩვენებ. მიკვირს რატომ დავიმსახურე ეს პატივი, მე ხომ ერთი უბრალო როკმენი გახლავართ და ამ ცხოვრებაში  მისაბაძი პიროვნება არასდროს ვყოფილვარ”- განაცხადა აღელვებულმა ჯინ სიმონსმა.

 

“Kiss”-ის ვოკალისტი ამჟამად სატელევიზიო რეალიტი-შოუში “Gene Simmons Family”-ია დაკავებული. ამ პროექტში ის მეუღლესთან შენონ ტვიდთან და ორ შვილთან ერთად იღებს მონაწილეობას.

 

ჯგუფი “Kiss” 1973 წელს ჩამოყალიბდა ქალაქ ნიუ-იორკში. მის თავდაპირველ შემადგენლობაში შედიოდნენ პოლ სტენლი, ჯინ სიმონსი, ტომი ტაიერი და ერიკ სინგერი.

 

ჯგუფის ყველაზე ცნობილი სტუდიური ჩანაწერებია: “Strutter” (1974), “Black Diamond” (1974), “Rock and Roll All Nite” (1975), “I Was Made For Lovin' You” (1979), “Heaven's On Fire” (1984), “Psyho Circus” (1998).