ასტრონავტებმა ხანძარი მოაწყვეს

ასტრონავტებმა ხანძარი მოაწყვეს

საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ჩატარებული ექსპერიმენტის დროს მეცნიერებმა ცეცხლი ჰეპთანისა და იზოოქტანის ნაზავს  წაუკიდეს. ასეთ ცდებს ასტრონავტები მიკროგრავიტაციის პირობებში წვის პროცესების მიმდინარეობის შესასწავლად ატარებენ.

დედამიწაზე ანთებული ცეცხლის ალისგან განსხვავებით, კოსმოსური სადგურის ბორტზე ჩირაღდნის თავზე არა წვეთის ფორმის ალი წარმოიქმნება, არამედ უამრავ ცეცხლოვან ბუშტულებად იშლება, რაც სუსტი გრავიტაციის გამო ხდება.

ალის გაჩენა ჰეპთანისა და იზოოქტანის წვეთების წვით მოხდა. თავიდან ცეცხლმა ნათება შეწყვიტა, შემდეგ კი აალების წყაროს გარშემო სფეროს ფორმის მოთეთრო-ცისფერი გარსი წარმოიქმნა 15-დან 20 სანტიმეტრამდე დიამეტრებით.

 სფეროს შიგნით ყვითელი ფერის კაშკაშა წერტილები გაჩნდა, რომლებიც მბჟუტავმა ჭვარტლმა წარმოქმნა. მათი ტემპერატურა 2000 გრადუსს აღწევს. გარკვეული დროის მერე ეს ცხელი წერტილები სფეროდან გამოდიან და ბოლომდე იწვიან.

ექსპერიმენტის FLEX-2 (ალის ჩაქრობის ექსპერიმენტი 2)-ის ჩარჩოებში ასტრონავტებს ცეცხლის მართვა უნდა ესწავლათ, მათ შორის, მისი ჩაქრობა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე.