გენიოსებისათვის ადვილია

გენიოსებისათვის ადვილია

როდესაც შვიდი წლის ასაკში მოცარტი კონცერტებს მართავდა მაინის ფრანკფურტში, მასთან მივიდა თოთხმეტი წლის ბიჭუნა.

- რა შესანიშნავად უკრავ! მე ალბათ ვერასოდეს ვისწავლიდი ასე დაკვრას.

 - როგორ არა? შენ ხომ უკვე დიდი ხარ. სცადე და თუ ვერ გამოგივა, დაიწყე ნოტების წერა.

- მე ვწერ... ლექსებს...

- ეგეც ხომ ძალიან საინტერესოა. კარგი ლექსების წერა, ალბათ, კიდევ უფრო ძნელია, ვიდრე მუსიკისა.

- რატომ, სულ ადვილია, სცადე შენც...

ვოლფგანგ მოცარტის თანამოსაუბრე ვოლფგანგ გოეთე იყო.