„ოქროს მარგალიტი“

„ოქროს მარგალიტი“

ჟაკ ბრანელი ერთადერთი ადამიანია დედამიწაზე, ვინც "ოქროს მარგალიტის" გამოზრდის საიდუმლოს ფლობს.

მას მარგალიტის მოლუსკების ფერმა ფილიპინებზე, კუნძულ პალავანზე აქვს მოწყობილი.

ფერმაში 1000 კაცი მუშაობს. მარგალიტის გამოყვანას 5 წელი სჭირდება _ მოლუსკები 2 წელი ინკუბატორში იზრდებიან, ხოლო კიდევ 3 წელი წყალში, 15 მ სიღრმეზე.

ამ იშვიათი მოლუსკის - "Pinctada Maxima"-ს გამოყვანას კი მეცნიერი-ბიოლოგების 15-წლიანი შრომა დასჭირდა. წელიწადში წარმოებული 700.000 მარგალიტიდან 75% უმაღლესი ხარისხისაა და თითო 500-დან 2 ათას ევრომდე ღირს. სხვათა შორის, წლების წინ კუნძულ ტაიტის "შავ მარგალიტებსაც" ჟაკ ბრანელი აწარმოებდა.