მგლების ხორთუმი – ქართული ინტერნეტფორუმების მიმოხილვა

მგლების ხორთუმი – ქართული ინტერნეტფორუმების მიმოხილვა

[მურმან ეკალაძე]
ვის ინტერესებში შედის ამ ექსტრასენსების გაპიარება? ადამიანების რომლებიც სულ მუდამ მიშას გამარჯვებაზე საუბრობენ (გადახედეთ წინასაარჩევნოთ ამაზე გაკეთებულ სიუჟეტებს) ახლა ვიღაც კაცს გაუმარჯვია იმედზე, ექსტრასენსთა ბრძოლაში და უთქვამს რაღაც სისულეები. ამ ხალხს კი ყველაფრის სჯერა. ნორმალურ ქვეყანაში ამ განცხადების გამო სერიოზული პასუხის გაცემა მოუწევდა ამ ადამიანს. ომგამოვლილ და დაშინებულ ქვეყანას კიდევ დაშინება სჭირდება? ამას კი შესაძლოა სავალალო შედეგი მოყვეს პანიკის სახით და პანიკას რა შეუძლია აღარ ჩამოვთვლი, რთულ სიტუაციებშიც კი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ პანიკა აიცილონ თავიდან.

ქართულ ინტერნეტფორუმებზე პანიკა ნამდვილად არ შეინიშნება, მაგრამ “პანიკის ნიშნები” კი ნამდვილად არის. პანიკაა მთავარი თუ “ნიშნები”, აი ეგაა ახლა გასარკვევი...

azdaki: “ეს „ექსტრასენსთა ბრძოლა” ხომ არის საზოგადოების მართვის ერთ-ერთი საშუალება? მითუმეტეს, როცა ეს ხალხი ხელისუფლების კონტროლირებადი მედიის ხშირი სტუმრები არიან, გაიხსენეთ ლელა კაკულია ნანუკას შოუში, რომელმაც ირაკლი ალასანიას მერობაზე დასმული შეკითხვა სიცილადაც არ ეყო. (გადაცემაში რომელიც ვითომ აპოლიტიკურია) და მისი გაზეთების გაუთავებელი რეკლამები პოლიტიკურად დაძაბულ და წინასაარჩევნო პერიოდში?”

ნეტა მართლა ვისმეს სჯერა ამ ყველაფრის?

ზოგიერთ ფორუმელს აინტერესებს: ვინ აფინანსებს საქართველოში ჩამოსულ ამერიკელ მასწავლებლებს.

lazare: “ტელევიზიით შევიტყვე, რომ საქართველოში ამერიკელი ინგლისურის მასწავლებლების მეორე ნაკადი ჩამოვიდა. ელიან სხვებსაც... სექტემბრიდან დაიწყებენ სწავლებას... ვინმე ხომ არაა საქმის კურსში? რამდენ ხანს იქნებიან საქართველოში? ვინ გადაუხდის ამ ხალხს ხელფასს? სად იცხოვრებენ? ვინ გადაიხდის ამ თანხებს? ამერიკელები ქართველი მასწავლებლები არ არიან, რომ მცირე გასამრჯელოს დაჯერდნენ... მათი საყოფაცხოვრებო პირობებიც დამაკმაყოფილებელი უნდა იყოს”.

ხალხი მესამე კატეგორიის ქვეყნებში მოხალისეებადაც მიდის... უბრალოდ, ბიოგრაფიას იუმჯობესებენ მაგით. რაც შეეხება საცხოვრებელ პირობებს, ასე მგონია, ხალხს ბევრი ილუზია აქვს აშშ-ში ფანტასტიკური საცხოვრებელი პირობების შესახებ... არაფერი მაგის მსგავსი!

რამდენად სამართლებრივია მოსკოვისეული ახალი გეოპოლიტიკური რეალობა კავკასიაში?

Badriko: “რამდენადაც ჩანს, რუსების მთავარი “კოზირი” არის ის, რომ დასავლეთი არ ითვალისწინებს ახალ გეოპოლიტიკურ რეალობას, ანუ მოსკოვის მიერ აფხაზეთ-სამაჩაბლოს დამოუკიდებლობების ცნობას და აქედან გამომდინარე, არანაირი ოკუპაცია-ანექსია არ ყოფილაო.

მეორე „არგუმენტი“: მაშინ სერბების კოსოვო რატომ სცანითო?, მესამე „არგუმენტი“: აფხაზეთი და ს. ოსეთი სტალინმა შეუერთაო საქართველოს.
4. საქართველომ გადაწყვიტა ოს-აფსუების გენოციდი და ეს კანონიერი მოქალაქეები რუსეთისა ჩვენ ვიხსენითო!
5. ჩვენ დავიცავით ჩვენი “მიროტვორცებიც“, რომლებსაც ასევე დაერიაო თბილისი. კანონიც შესაბამისი მივიღეთო.
6. ჩეჩნეთში კი რეფერენდუმი ჩატარდა და არ სურთ დამოუკიდებლობაო.

მოკლედ, აქ დავდოთ ყველა „არგუმენტი“ რუსებისა და გავაქარწყლოთ. ეს დაეხმარება სააკაშვილის იდიოტ მრჩევლებს საერთაშორისო სამართლის საქმეში“.

ახლა წავალ, მეზობლის კარებთან ცუდ რამეს ვიზამ, მერე ამას „ახალ გეოპოლიტიკურ რეალობას“ დავარქმევ და სხვა მეზობლებს მოვთხოვ, ამ სუნს შეეგუონ, როგორც ახალ გეოპოლიტიკურ რეალობას.

ბევრი ფიქრობს, რომ მთავრობის პრორიტეტი უნდა იყოს ემიგრანტების მხარდაჭერა, რადგან ემიგრანტების გამოგზავნილი ფულით ვარსებობთ.

Datva: „უახლოეს მომავალში საქართველოში ეკონომიკის განვითარებას სამწუხაროდ არანაირი პერსპექტივა არ აქვს შემდეგი მიზეზების გამო:

1. მსოფლიო ბანკის და სხვა დასავლელი „მეგობრების“ რეკომენდაციით მიღებული კანონები რომელიც, იმპორტულ როდუქციას უპირატესობას ანიჭებს და ადგილობრივი მრეწველობის განვითარებას აფერხებს.
2. რუსეთის ბლოკადა. სამწუხაროდ, ქართულმა პროდუქციამ ვერცერთ სხვა ბაზარზე ვერ შეაღწია.
3. 20 წლის განმავლობაში მუდმივი არასტაბილური გარემო, კონფლიქტები, ომის საშიშროება. ამ ყველაფერს ემატება მრავალმილიარდიანი ვალები.

ამიტომაც, ჩვენი ქვეყნის მთავარ შემოსავლის წყაროდ რჩება ემიგრანტების მიერ გამოგზავნილი ფული. ისინი არჩენენ ქვეყანას, მათი ფულით ივსება ბიუჯეტი. მაგრამ ევროპაში ჩვენი ემიგრანტები უმძიმეს მდგომარეობაში არიან, მათ ევროპული ქვეყნები არ აძლევენ იქ ცხოვრებისა და მუშაობის უფლებას. ამიტომაც, ჩვენები იძულებული არიან მათხოვრულ ხელფასზე მონურად იმუშაონ ან მაღაზიებში იქურდონ. მგონი დროა, საქართველოს მთავრობამ ხმა ამოიღოს და ევროპის ქვეყნებს მიმართოს“.

ჩადიან სომალელები და არაბები ევროპაში, მათ ეგრევე აძლევენ დარჩენის და მუშაობის უფლებას, ჩვენებს კი, თქვენ მე–11 ადგილზე ხართ, თქვენთან ეკონომიკა ყვავის “დაახვიეთ“ სახლებშიო. რითი ვართ სომალელებზე უკეთეს დღეში? ისენი ერთმანეთს ეომებიან, ერთმანეთს ფილთა თოფებს და ქვებს ესვრიან, ჩვენ კი მსოფლიოს უდიდესი არმია გვეომება...

თურმე ნუ იტყვით და, მიშა დროული ფენომენი ყოფილა...

Licemer: “კომუნისტების დროს მომიწია მცირე ხნით მეცხვარეების სადგომში ცხოვრება (შემოქმედებით მივლინებაში ვიყავი). ჩემი პირველი კითხვა და მეცხვარეების ბრიგადირის პასუხი არასდროს დამავიწყდება.

- წლიდან წლამდე ამ გაუსაძლის პირობებში როგორ ცხოვრობთ, როგორ ჩერდებით?

ბრიგადირმა გაკვირებით შემომხედა: “მეცხვარედ უნდა დაიბადო, უნდა გაჩნდე, უნდა გაიზარდო, მაგრამ ამასაც რომ თავი გავანებოთ, ამ ქვეყანაზე ყველა კაცს თავის საქმე ენიჭება და თუ იმას არ ადგია, ცუდად მისდის საქმე, ეს არის და ეს”.

შეიძლება, ფსიქოლოგების და ფსიქიატრების მიერ შექმნილი მიშას ფსიქოპორტრეტი ფაიზაღია. შეიძლება ბავშვობაში მართლა ვერ პოულობდა საერთო ენას თანატოლებთან, შეიძლება მართლა არასრულფასოვნად აღიქვამდნენ... შეიძლება, მართლა არის ექსპრესიული, არაადეკვატური; პათოლოგიურად თავმოყვარე, აშკარად გაზვიადებული თვითშეფასებით... გარეგნული ალტრუიზმი და კომუნიკაბელობა შეიძლება მართლა ნიღაბია. შეიძლება, მართლა შინაგანად კაცთმოძულე სოციოპათია, შეიძლება მართლა ახსიათებს იდეების აკვიატება - არ მაინტერესებს!

მიშა დროული ფენომენია... ფენომენი, რომელმაც გაპარტახებული, დამყაყებული, არშემდგარი და გაუგებარი წარმონაქმნი სახელმწიფოს დაამსგავსა. ასე რომ, მეცხვარის არ იყოს, ჩემი აზრით, მიშა პოლიტიკოსად არის დაბადებული, პოლიტიკოსად არის გაჩენილი... და იმ საქმეს აკეთებს, რომელიც “მიენიჭა”.

ჰო, პუტინიც დროული ფენომენია, მიშაც, სილვიო ბერლუსკონიც და ბარაკ ობამაც... აბა რა...

უცებ წარმოვიდგინოთ, რომ რუსეთი აორთქლდა. გამოჩნდება ძალიან ნათლად რომ, მშვიდობა ორივე ჩვენს რეგიონში მაინც ძალით იქნება დასამყარებელი.

ზარატუსტრა: “ამერიკა ყოველთვის თამაშობდა ისეთ პოლიტიკურ თამაშს, რომელიც მისთვის ყოველთვის მომგებიანი იყო. გაიხსენეთ მეორე მსოფლიო ომი. ინგლისის როლი რომ დაესუსტებინა, სსრკ-სთან ამჯობინა თამაში და მერე თვითონ მსოფლიოს ლიდერად და დემოკრატიის მფარველად მოევლინა.

ამერიკამ სტალინის პირმშო ისრაელი ისე გადაუჯოკრა, რომ მაგ სისხლიან დიქტატორს ებრაელები, როგორც ერი, სამუდამოდ შეაზიზღა.. იქიან მოდის KGB აბდაუბდა თეორიები ჟიდო-მასონებზე. ავიღოთ ავღანეთი... რუსებს და სსრკ–ს მე–16 რესპუბლიკად რომ ეტენებოდა. ამერიკამ საკუთარი ჩაურევლობით მისცა უსიტყვო ნებართვა, ბრეჟნევი იქ შევარდნილიყო. ამერიკას გადაწყვეტლი ჰქონდა 90-იან წლებში ისევ ნელ-ნელა დაეშალა რუსეთი“.

არ ვიცი, რამის მტკიცება ძნელია. ერთია, რომ ამერიკა გათვლებს აკეთებს წინასწარ და მრავალი ათწლეულებით.

დიდი ისტორიულ-პოლიტიკური ტყუილი: თურმე არიან ხალხი, რომელთაც უნდათ, რომ ქართველებს მგლობა წაგვართვან!

EJDER : “ჩვენ მგლები ვართ! რაც შეეხება სიტყვა: „georgia“-ს ეს „შეგვტენეს“ და ჩვენც „ჩავასუხარეთ“. სპარსულად „Gorg“ ხომ მგელს ნიშნავს (ვახტანგ გორგასალი გავიხსენოთ) რუსულადაც გრუზია „Gurk“ და სომხურადაც საქართველოს „ვრასტან“ ქვია ხოლო ქართველს – „ვრაც“ ანუ, მგელი.

სპარსელებს და სომხებს სულ რომ დავანებოთ თავი, ქართულად იბერიაც ხომ იგივეს ნიშნავს. “ბერ” მგელია ხოლო “იბერია” მგლების მხარე. ამდენი პირდაპირი მინიშნების მერე ისტორიკოსების მხრიდან მიწის მუშაზე ლაპარაკი (გეორგიას ხომ ასე “შიფრავენ”) ნამდვილად არასერიოზულია...

ალბათ გაგიგიათ, რომ ამბობენ ქართველი იესოზე მეტად წმინდა გიორგის აფასებსო... ეს იმის ბრალია, რომ სინამდვილეში არა წმინდა გიორგი არამედ თეთრი გიორგი იყო ჩვენებური მთვარის ღმერთი და მხოლოდ ქრისტიანობის შემოსვლის შემდეგ ჩაანაცვლეს ის წმინდა გიორგით...

თეთრი გიორგის მეორე, სვანური სახელია “მამბერ” ანუ მგლების მამა ან მეფე მგელი. თუ რატომ უწოდებენ ქართველებს ყველა ენაზე მგლებს და რატომ ცდილობდნენ ეს დაგვევიწყებინა, ეს კიდევ ცალკე თემებია...”

საინტერესოა ამ კაცმა რა იცის, სომხურად “ვრაც” მგელს რომ ნიშნავს? სომხებმა უთხრეს? ისე კი, ჩვენში დარჩეს და, რას ნიშნავს და საიდან მოდის სიტყვა “სომეხი”. უეჭველად, მეხთან აქვს კავშირი. მეხი დაგეცესო… ბოლო “სო” და პირველი “მეხი” რომ შევაერთოთ, “სომეხი” გამოდის…