როგორ ატყუებს ვენეცია ტურისტებს

როგორ ატყუებს ვენეცია ტურისტებს

იტალიური მას-მედიის მტკიცებით, ვენეციაში, ბარებსა და რესტორნებში ფასების სამი სია მოქმედებს. ერთი - ტურისტებისთვის. მეორე - ადგილობრივებისთვის. მესამე კი - „სიმპათიური ტურისტებისთვის“.

მაგალითად, თუ იტალიელი ბრძანდებით, კრუასანი და კაპუჩინო 3,5 ევრო დაგიჯდებათ, ხოლო თუ სხვა ენაზე საუბრობთ, მაშინ 7 ევროს გადახდა მოგიწევთ.

ადგილობრივებისთვის პიცა 20-25 ევრო ღირს, ვენეციელებისთვის კიდევ უფრო იაფი, ხოლო ტურისტებისთვის 30 ევრო.