პოლიტოლოგის, საერთაშორისო ურთიერთობათა მკვლევარის, თამარ კიკნაძის განცხადებით, დიდი ოცეულის შეხვედრამდე ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ტრამპს დიდი მოქმედების არეალი აღარ დარჩეს. 7 ივლისს, დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში, რომელიც ჰამბურგში გაიმართება, დადგეგმილია დონალდ ტრამპის და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა. პოლიტილოგის თქმით, აშშ-ში ძალიან დიდი შიდა პოლიტიკური დაპირისპირებაა, ტრამპს ყველანაირად უქმნიან პრობლემებს, რომ არ დაუშვან პუტინთან კონსტრუქციული მოლაპარაკება.
for.ge თამარ კიკნაძეს ესაუბრა.
ნატო-ს გამანადგურებელი F-16-ის სერგეი შოიგუს თვითმფრინავთან მიახლოვებას წინ უსწრებდა ბალტიის ქვეყნებში და პოლონეთში ნატოს ოთხი სამხედრო ბაზის განთავსება. საპასუხოდ რუსეთის ფედერაციას ნატოს გააქტიურების გამო დასავლეთის სტრატეგიული მიმართულებით სამხედრო შემადგენლობა სრულყოფაში მოჰყავს. რამდენად უშვებთ, რომ ნატომ ამ ქმედებით გააფრთხილა რუსეთი?
თამარ კინკაძე: საერთოდ, რეგიონში ძალიან ბევრი ძალის ინტერესი იკვეთება. ფაქტობრივად, რუსეთის მოქმედებებით და დახმარებით ასადის ხელისუფლებამ გაანთავისუფლა ალეპო და კონტროლი დაამყარა სირიის ტერიტორაზე. ვიცით, რომ ამერიკელებისთვის აქ ბევრი ინტერესია ჩადებული. ბოლო დროს ძალიან უცნაურად განვითარდა მოვლენები. ერთ მხარეს აღმოჩნდნენ ყატარი-რუსეთი-ირანი და თურქეთი. ეს არის უპრეცედენტო რამ, იმიტომ, რომ ამ ძალებს, თავის დროზე, უნდოდათ, ევროპისთვის რუსეთის ენერგორესურსების მიწოდება ჩაენაცვლებინათ ყატარის გაზით, მაგრამ გზაზე მდებარეობდა სირია, რომელსაც მართვას პრორუსული ხელისუფლება და ხელს უშლიდა ამ ფუნქციის განხორციელებას. გარდა ამისა, რუსეთს აქ აქვს სამხედრო ბაზა. ამიტომ, აქ არის სტრატეგიული მნიშვნელობის დაპირისპირება.
7 ივლისს დიდი ოცეულის სამიტზე, სადაც დაგეგმილია ტრამპი-პუტინის შეხვედრა, როგორ ფიქრობთ, რამდენად შეიცვლება პოლიტიკური სურათი, მით უფრო იმ ფონზე, როდესაც სენატმა სანქცეები გაამკაცრა რუსეთის მიმართ?
- რაც შეეხება დიდი ოცეულის შეხვედრას, აშშ-ში ძალიან დიდი შიდა დაპირისპირებაა. ტრამპს ყველანაირად უქმნიან პრობლემებს, რომ არ დაუშვან პუტინთან კონსტრუქციული მოლაპარაკება. ფაქტობრივად, შებოჭეს ტრამპი თავის შესაძლებლობებში. რამდენიმე დღის წინ სენატმა 97 ხმით დაუჭირა მხარი რუსეთისთვის სანქციების გამკაცრებას, საუბარია აბსოლუტურ უმრავლესობაზე.
იმ შემთხვევაში, თუ წარმომადგენლობითმა პალატამ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, ტრამპს აქვს უფლება, რომ ვეტო დაადოს ამ გადაწყვეტილებას? გადადგამს ამ ნაბიჯს?
- ამ პროცესებში ძალიან დიდი ძალა არის ჩართული. ვინც უარს იტყვის ამ გადაწყვეტილებაზე, ის დემოკრატიის წინაშე გაილაშქრებს. ანუ, ფაქტობრივად, ტრამპი აღმოჩნდა მძიმე მდგომარეობაში. საერთოდ, შიდა დაპირისპირება რომელიც დღეს აშშ-ია, არ ვთვლი, რომ ამერიკის ინტერესებს წაადგება. სულ ორი კვირის წინ, ჯეიმს კომის მოსმენა გაიმართა სენატში, ჯგუფი რომელიც დაპირისპირებულია ტრამპთან ვარაუდობობდა, რომ კომის მოსმენის შემდეგ იქნებოდა რაღაცა ისეთი ხელჩასაჭიდი, რომელიც ინიცირებას გაუკეთება იმპიჩმენტის დაწყებას ტრამპის წინააღმდეგ,
მაგრამ აღმოჩნდა, რომ სერიოზული არაფერი იყო, რის საფუძველზეც დაიწყებოდა იმპიჩმენტის პროცედურა. ამიტომ, ახლა ახალი ძალით დაიწყო შეტევა. ძირითადად ეს არის, წინააღმდეგობების შექმნა და ტრამპის მოქმედების არეალის შეზღუდვა.
ოცეულის შეხვედრამდე ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ტრამპს დიდი მოქმედების არეალი აღარ დარჩეს. განსაკუთრებით ეს არის სირიის საკითხი, სადაც რუსებმა გარკვეული უპირატესობა მოიპოვეს. მოგეხსენებათ, რომ ნატოს მაგვრი ორგანიზაციის ჩამოყალიბებაზე იყო ლაპარაკი, მაგრამ ისე დაიძაბა ურთიერთობა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს შორის, რომ ამ ეტაპზე, საჭიროა, ამ ურთიერთობების გარკვევა და ამ წინააღმდეგობების რაღაცნაირად დალაგება.
რაც ამ შემთხვევაში აძლიერებს ირანის ინტერესებს...
- რა თქმა უნდა, ტრამპი სრულიად სამართლიანად ლაპარაკობს იმის შესახებ, რომ ტრილიონობით დოლარმა, რომელიც დაიხარჯა ახლო აღმოსავლეთში, შედეგი არ მოგვცა. როგორც ერაყში, ასევე ახლო აღმოსავლეთში ძალიან გააქტიურდნენ შიიტური ძალები. ტრამპი სრულიად სამართლიანად მიიჩნევს, რომ ეს ტრილიონები ამერიკის ინფრასტურქტურის აღდგენას და ამერიკელების კეთილდღეობის გაუმჯობესებას რომ მოხმარეობდა, ძალიან კარგი იქნებოდაო.
ტრამპს ჰქონდა ჩაფიქრებული, რომ ეს რესურსები, რომელიც ამ საბრძოლო მოქმედებებში იხარჯება, გადმოესროლა ამერიკის შიდა ინფრასტრუქრურის და კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად, მაგრამ ის შიდა ძალები, რომლებიც დაპირისპირებაში არიან ტრამპთან, ამის საშუალებას არ იძლევიან. საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია ამერიკის პრეზიდენტი.
იგივე ტილერსონმაც თქვა, რომ თქვენ მე მთხოვთ დავძაბო ურთიერთობა რუსეთთან, სანქციები შემოვიღო, მაგრამ ჩემი პარტნიორები ევროპასა და აზიაში, არ იზიარებენ ამ მოსაზრებას და ისინი მთხოვენ, რომ დავარეგულირო ურთიერთობები რუსეთთანო. წინააღმდეგობების ძალიან დიდი კვანძია, რომლის გახსნა საკმაოდ რთული პრობლემაა. რუსეთ-ამერიკას შორის არსებული ეს წინააღმდეგობები აისახება მთელს მსოფლიოზე, რომელიც დღეს კრიზისულ სიტუაციაშია. ტერორისტული აქტები მსოფლიოს ძალიან არასტაბილურ ვითარებაში ამყოფებს.
ომის მეექვსე ფაზა - ასეთ შეფასებას აძლევენ ამერიკელი ანალიტიკოსები ამერიკა-რუსეთის ურთიერთობას. როგორ შეიძლება განითარდებს პროცესები, მით უფრო, რომ რუსეთი კატეგორიული წინააღმდეგია ბალტიის ქვეყნებში ნატოს გაძლიერებით?
- რუსეთი ამბობს, რომ ნატოს და ამერიკის ქმედება დაკავშირებულია მის უსაფრთხოებასთან და ეროვნულ ინტერესებთან. საკმაოდ გამძაფრებულია სიტუაცია. არსებული სიტუაციით ძლიერდება ჩინეთის და ირანის პოზიციები. ამიტომ, საუსრველია, რომ საერთო ენა მონახონ და მოხდეს კონსენსუსი. ეს პროცესი ძალიან დიდად არის დამოკიდებული იმაზე, როგორ გადალახავს შიდა წინააღმდეგობას ტრამპი.
რატომ უჭირს ტრამპს წინააღმდეგობის გაწევა, მით უფრო, როცა არსებობდა მოლოდინი, რომ ტრამპის კონტროლი იქნებოდა რთული და განსაკუთრებით რუსული ხაზით?
- რამდენადაც მე ვნახე, ამერიკაში რუსეთის ფაქტორი ტრამპის წინააღმდეგ გამოიყენება. ის, რაც დღეს ხდება, რაღაცნაირად მაკარტიზმის დროს მოგაგონებთ, ელჩი გაიგივებულია სპეცსამსახურებთან. კომიმაც აღნიშნა სენატში, რომ ბუნებრივია, ელჩს ჰყავს სპეცსამსახურები, რომლებიც მუშაობენ თავისი მიმართულებით, მაგრამ ეს ყველაფერი აღქმული არის აღმატებულ ხარისხში. ვფიქრობ, რომ გარეშე ფაქტორები გამოიყენება ტრამპის საწინააღდეგოდ, რაც ძალიან სამწუხაროა. ამ ორი სახელმწიფოს შორის არსებული წინააღმდეგობის შედეგები ვლინდება ახლო აღმოსავლეთში, რაც მსოფლიოში დაძაბულ კლიმატს უზრუნველყოფს.
ძალები, რომელთა მიზანია, რომ ოცეულის ფარგლებში რუსეთისა და ამერიკის პრეზიდენტების შეხვედრისას ტრამპს შებოჭილი ჰქონდეს ხელები. ეს ძალები რა პოლიტიკასთან არიან ასოცირებული?
- ეს არის არსებული პოლიტიკური ელიტა. უპრეცედენტო შემთხვევაა ამერიკის ისტორიაში, როდესაც ასე აშკარად იგრძნობა შიდა განხეთქილება. ეს არ ხდება პარტიული ნიშნით. კომის მოსმენის დროს, იგივე რესპუბლიკელების მხარდაჭერა იგრძნობოდა ტრამპისადმი, მაგრამ არიან ძალები რესპუბლიკელებში და დემოკრატებში, რომლებიც მხარს არ უჭერენ ტრამპს და იზოლაციონიზმის პოლიტიკის წინააღმდეგები არიან.
ტრამპი აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ ამერიკა უნდა კონცენტრირდეს შიდა პრობლემებზე და სხვათა შორის, იგრძნობა კიდევაც ის, რომ ამერიკის მოსახლეობა აღარ არის ფინანსურად ძლიერად. ამერიკამ ძალიან დიდი ძალა დახარჯა მსოფლიო პრობლემების გადასაჭრელად და ამავდროულად პრობლემები შეექმნა თავის მოსახლეობასთან. ტრამპის ძირითადი აქცენტი კეთდება იმაზე, რომ განახორციელოს იზოლაციური პოლიტიკა და კონცენტრირდეს შიდა პრობლემებზე, ხოლო ის ელიტა, რომელიც მას წინააღმეგობას უწევს, არ აძლევს ამის საშუალებას.
ტრამპის არჩევის შემთხვევაში ჩაფიქრებული იყო, რომ იგი იქნებოდა კრიზისმენეჯერი, ამერიკას გამოიყვანდა იმ კრიზისული მდგომარეობიდან, რომელშიც იგი აღმოჩნდა. მსოფლიო წესრიგში ამერიკა იყო ერთადერთი ჰეგემონი სახელმწიფო, რომელიც იმდენს ხარჯავდა ყველანაირი რესურსით, რომ მას უდგება დრო, როდესაც საჭიროა ამ რესურსებს გაუწიოს ანგარიში. ანუ, ამ ჰეგემონს ექმნება გარკვეული პრობლემები. ამიტომ საჭიროა რადიკალური ზომების მიღება. კი ბატონო, ტრამპი კრიზისმენეჯერია, მაგრამ საკმაო წინააღმდეგობა აქვს.
როგორ შეძლებს ტრამპი დასძლიოს ის წინააღმდეგობა, რომელსაც კონგრესი უწევს?
- ეს გამოჩნდება ახლა, ოცეულის შეხვედრამდე რა ზომების მიიღებს ტრამპი. მის წინააღმდეგ ჩასაფრებული ეს ძალა ორიენტირებულია იქითკენ, რომ როგორმე მას იმპიჩმენტი მოუწყონ. რამდენიმე ასეთი ნაბიჯი კრახით დამთავრდა. ვნახოთ, სიტუაცია საკმაოდ რთულია. ამერიკაში ჩემი ბოლო ვიზიტის დროს CNN-ზე ტილერსონს აკრიტიკებდნენ იმისთვის, რომ დაახლოებით 1000 ადგილი სახელმწიფო დეპარტამენტში საგარეო ურიერთობების სფეროში არის თავისუფალი. ესეც ხომ კრიზისია, როდესაც ვერ ნიშნავს, ან არ ნიშნავს ადამიანებს და ფაქტობრივად, საგარეო პოლიტიკაში 1000 კაცის არარსებობა, საკმაოდ სერიოზული პრობლემაა.
დღეს საგარეო და საშინაო პოლიტიკა ერთმანეთთან არის დაკავშირებული. ამიტომ, ტრამპის შიდა ნაბიჯებზე მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული საგარეო პოლიტიკის ვექტორები და გადაწყვეტილებები.
შეიძლება დადგებს იმპიჩმეტის საკითხი და ტრამპის დასუსტების პოლიტიკაში გამოიკვეთოს რუსეთის როლი?
- ჯერჯერობით ეს მცდელობა წარმატებული არ იყო, იმპიჩმენტის დაწყება ვერ შეძლეს ამ ძალებმა, მაგრამ რთულ მდგომარეობაში ამყოფებენ ტრამპს. ერთი პრობლემა რომ დამთავრდება, უკვე იწყება მეორე, მესამე და ა.შ. მიზანმიმართულად ახორციელებენ ისეთ ქმედებებს, რომლებიც უზრუნველყოფს იმპიჩმენტის დაწყებას. უკვე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული ტრამპის ფიგურაზე და იმ ძალებზე, რომლებიც ტრამპის უკან დგანან.
ვნახოთ, როგორ წარიმართება შიდა ბრძოლა, ამაზე მნიშვნელოვანწილად იქნება დამოკიდებული საერთაშორისო პოლიტიკის ბედი.
ჩემდა სამწუხაროდ, პუტინს ისეთ რეკლამას უკეთებენ, რომ თურმე ისეთი მაგარია, რომ ამერიკაშიც კი აკონტროლებს შიდა არჩევნებს. ბევრი ექსპერტი ამერიკაში ამბობს, რომ ეს არ წაადგება ამერიკის იმიჯს. ამას თავისი მიზეზები აქვს - ტრამპის საწინააღმდეგოდ იყენებენ რუსეთის ფაქტორს.