ვაშლი ჯანმრთელობის სამსახურში

ვაშლი ჯანმრთელობის სამსახურში

ცნობილია, რომ ვაშლი არა მარტო გემრიელი ხილია, არამედ წამალიც. ის სასარგებლოა როგორც ჯანმრთელი, ისე ავადმყოფი ადამიანისთვის, რადგანაც უხვად შეიცავს რკინას.

ექიმები უნიშნავენ მათ, ვისაც სისხლნაკლებობა აწუხებთ; რეკომენდებულია რევმატიზმით, ნიკრისის ქარით, ათეროსკლეროზით, ეგზემით, კანზე ალერგიული გამონაყარით დაავადებულთათვის. ვაშლი აუმჯობესებს მხედველობას და წმენდს სისხლს.

ეს ხილი შეიცავს 87% წყალს, ამიტომ ორგანიზმის ინტენსიური წმენდისთვის კვირაში ერთი დღე ვაშლის გამწმენდ დიეტას დაუთმეთ, რაც ძალიან ადვილია: უნდა ჭამოთ 1,5 კგ ახალი ან ღუმელში შემწვარი ვაშლი და დალიოთ 4 ჩ/ჭ უშაქრო ჩაი. ვაშლი აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს და ხელს უშლის ორგანიზმის დაბერებას, აუმჯობესებს ტვინის მუშაობას. ვისაც გონებრივი მუშაობა უწევს, ყოველდღე უნდა ჭამოს 3-4 ცალი ვაშლი.

ხალხურ მედიცინაში უძველესი დროიდან იყენებენ ვაშლის ძმარს კანის დაავადების სამკურნალოდ. გარდა ამისა, ის ხელს უშლის გასუქებას, აწესრიგებს ორგანიზმში ტუტე-მჟავურ ბალანსს, ხელს უწყობს ძალების აღდგენას.