პოლ მაკარტნისა და ჯგუფი “Gorillaz”-ს ერთობლივი პროექტი

პოლ მაკარტნისა და ჯგუფი “Gorillaz”-ს ერთობლივი პროექტი

 გუშინ ბრიტანულმა გაზეთმა “The Quietus”-მა ერთი ინფორმაცია გაავრცელა. ლეგენდარული მუსიკოსი, ახლო წარსულში ჯგუფი “The Beatles” წევრი სერ პოლ მაკარტნი ახალი პროექტის განხორციელებას აპირებს. მაკარტნის განზრახული აქვს საკუთარი ალმომების რემიქსული სახის ჩაწერა და ხელახლა გამოცემა.

 

რამდენიმე დღის წინ მუსიკოსი ბრიტანული ჯგუფი “Gorillaz”-ის ლიდერს დეიმონ ალბარნის დაუკავშირდა და ამ იდეის განხორციელებაში მონაწილეობის მიღება შესთავაზა. მაკარტნის სურს, რომ “Gorillaz”-სთან ერთად 1970 და 1980 წლებში გამოშვებული ალბომები, “Mc Cartney” და “Mc Cartney 2” ხელახლა ჩაწეროს.

 

დეიმონ ალბარნი სახელოვანი კოლეგის წინადადებას დიდი სიხარულით დაეთანხმა. მუსიკოსები ახალ ალბომზე მუშაობას რამდენიმე თვეში შეუდგებიან.

 

ელექტრონულ-ვირტუალური ჯგუფი “Gorillaz” ერთგვარი მუსიკალური პროექტია, რომელიც 1998 წელს განახორციელეს მუსიკოსმა დეიმონ ალბარნმა და მხატვარმა-მულტიპლიკატორმა ჯეიმი ჰიულეტმა. ამ უკანასკნელს ეკუთვნს თავის დროზე დიდ ბრიტანეთში პოპულარული კომიქსების სერიის “Tank Girl” შექმნის პატივი.

 

პროექტი “Gorillaz” უშუალოდ მუსიკალური კომპოზიციების გარდა ითვალისწინებს გამოგონებული ანიმაციური პერსონაჟების მონაწილეობასაც. ამ მიზეზის გამო  “Gorillaz”-ს ვირტუალურ-მუსიკალური ჯგუფის სახელი აქვს.

 

ჯგუფი ოთხი ვირტუალური-ანიმაციური მონაწილისაგან შედგება: 2D (ვოკალი, კლავიშები), მერდოკი (ბას-გიტარა), ნუდლი (გიტარა, კლავიშები, ვოკალი) და რასელი (დოლი).