„ახალგაზრდა“ რობოტი

„ახალგაზრდა“ რობოტი

რამდენიმე დღის წინ ტოკიოს უნივერსიტეტმა რობოტოტექნიკის უნიკალური მიღწევა - "9 თვის ბავშვი ნაბი" წარადგინა. ნაბი აგებულებით ზუსტად შეესაბამება 9 თვის ბავშვს.

მისი სიგრძე 71 სმ-ია, წონა - 7,9 კგ. პოლიურეთანის "კანი" კი 600 სენსორს შეიცავს, რითაც ნაბი შეხებასაც აღიქვამს (სმენასა და მხედველობასთან ერთად).

ნაბი ნამდვილი ბავშვივით ითხოვს სათამაშოებს და  იძლევა მეცნიერული დაკვირვების შესაძლებლობასაც, თუ როგორი სისწრაფით ვითარდება ბავშვი.