Kaiser Chiefs-ის ახალი ალბომი

Kaiser Chiefs-ის ახალი ალბომი

ორი დღის წინ ინგლისურმა ინდი-როკ ჯგუფმა “Kaiser Chiefs”-მა საკუთარ საიტზე ახალი, რიგით მეოთხე ალბომში “The Future Is Medieval” შემავალი კომპოზიციების ჩამონათვალი გამოაქვეყნა.

 

საინტერესოა, რომ ივნისის დასაწყისში ჯგუფის წევრებმა ახალი ალბომი ინტერნეტში უკვე განათავსეს და მისი გავრცელების ფრიად ორიგინალურ ხერხსაც მიმართეს. ნებისმიერ მსურველს, “Kaiser Chiefs”-ის საიტზე მოთავსებული ოცი კომპოზიციის მცირე ფრაგმენტების მოსმენა შეუძლია. შესაბამისი დაინტერესების შემთხვევაში ათი სიმღერის გადმოსაწერად 7.5 დოლარის გადახდა მოგიწევთ.

 

მიმდინარე წლის 27 ივნისს გაყიდვაში გამოვა ალბომი “The Future Is Medieval”-ის ჩვეულებრივი, ყველასათვის მისაღები ფორმატის სახეობა.

 

ჯგუფის ამ ახალ ალბომში შემდეგი 13 კომპოზიცია იქნება წარმოდგენილი.

 

1.         Little Shocks

 

2.         Things Change

 

3.         Long Way From Celebrating

 

4.         Starts With Nothing

 

5.         Out Of Focus

 

6.         Dead Or In Serious Trouble

 

7.         When All Is Quiet

 

8.         Kinda Girl You Are

 

9.         Man On Mars

 

10.       Chield Of The Iago

 

11.       Heard It Break

 

12.       Coming Up For Air

 

13.       If You Will Have Me