Mastodon-ის ვოკალისტმა ახალი ჯგუფი ჩამოაყალიბა

Mastodon-ის ვოკალისტმა ახალი ჯგუფი ჩამოაყალიბა

გუშინ ცნობილი გახდა, რომ ამერიკული როკ ჯგუფი “Mastodon”-ის გიტარისტმა და ვოკალისტმა ბრენტ ჰაინდსმა ახალი ჯგუფის ჩამოყალიბება გადაწყვიტა.

 

ბრენტ ჰაინდს ამ საქმეში ჯგუფი “Jane's Addiction”-ის წევრი ერიკ ევერეც ეხმარება.

 

ახლად ჩამოყალიბებული როკ ჯგუფის შემადგენლობაში კიდევ რამდენიმე მუსიკოსი შევიდა: ჯგუფი “The Dillinger Escape Plan”-ის გიტარისტი ბენ ვეინმანი და ჯგუფი “The Mars Voelta”-ს მედოლე ტომას პრიდჯენი.

 

ჰაინდსის ინფორმაციით, ახლადგამოჩეკილი ჯგუფის სახელწოდება ჯერ მოფიქრებული არა აქვთ. უახლოეს მომავალში ის და მისი მეგობრები სტუდიაში ჩაიკეტებიან და ალბომზე მუშაობას შეუდგებიან. დისკის გაყიდვაში გამოსვლის შემდეგ ჯგუფის წევრები საგასტროლო ტურნეში გაეშურებიან.

 

ბრენტ ჰაინდსის ყოფილი ჯგუფი “Mastodon”-ის დანარჩენი წევრებიც ამჟამად ახალ, რიგით მეხუთე ალბომზე მუშაობენ. მისი სახელწოდებაა “The Hunter” და დღის სინათლეს მიმდინარე წლის დეკემბერში იხილავს.