მელინდა გეითსი
"მელინდამ მაიძულა, რომ მასზე დავქორწინებულიყავი", – აღნიშნა ერთ-ერთ ინტერვიუში "მაიკროსოფტის" დამფუძნებელმა ბილ გეითსმა. მეგობრების აზრით, ცოლის მოყვანის სურვილი არასდროს ჰქონია, რადგან მთლიანად კომპიუტერთან მუშაობით იყო გართული. ბილმა და მელინდამ ერთმანეთი "მაიკროსოფტში" გაიცნეს, სადაც მომავალი მისის გეითსი, გაყიდვების განყოფილებას ხელმძღვანელობდა და 350 ათას დოლარად ღირებულ სახლში ცხოვრობდა. მათი ქორწილი 1994 წლის 1 იანვარს შედგა ჰავაის კუნძულებზე და ცხოვრებაში პირველად იმ დღეს გაიხადა ბილ გეითსმა ჯინსები და ჩაიცვა სმოკინგი. გეითსებს სამი შვილი ჰყავთ. მელინდა საქველმოქმედო ორგანიზაციას ხელმძღვანელობს და პლანეტის 50 ყველაზე გავლენიან ქალს შორის სახელდება.
უენდი დენგი
უენდი დენგი მედიამაგნატ რუპერტ მერდოკის ყოფილი მეუღლეა და მათი ქორწინება სამსახურებრივი რომანით დაიწყო. ჩინელი ლამაზმანი ჰონკონგურ ტელეკომპანია "სტარ ტვ-ზე" მუშაობდა, რომელიც მერდოკის მედია-იმპერიის წევრი გახლდათ და მათ ერთმანეთი ერთ-ერთ წვეულებაზე გაიცნეს. 68 წლის მერდოკისთვის ეს იყო მესამე ქორწინება, ხოლო 30 წლის უენდისთვის – მეორე. ამჟამად უენდი რუპერტთან ერთად მანჰეტენზე ცხოვრობს. ბოლო დროს ის სოციალურ ქსელ "მაისფეისის" ჩინეთის ბიუროს ხელმძღვანელობდა. სხვათა შორის, უენდიზე დაქორწინებამდე რუპერტი 3 კვირის გაცილებული გახლდათ თავის მეორე მეუღლესთან – ანა-მარიასთან, რომელთანაც 32 წელი იცხოვრა.