ხშირად მოყოლილი სიზმრები

ხშირად მოყოლილი სიზმრები

ცოტა ხნის წინ ბრიტანულმა გამოცემამ "Independent" ყველაზე ხშირად მოყოლილი სიზმრის სია შეადგინა.

ვარდნა - სიზმარში ვარდნის განცდა მიუთითებს იმაზე, რომ რეალურ ცხოვრებაში ძალიან მჭიდროდ ხართ მიბმული კონკრეტულ სიტუაციაზე. უნდა მოეშვათ.

რა უნდა გააკეთოთ: ნაცვლად იმისა, რომ კონტროლის დაკარგვის გამო აღელდეთ, ზოგჯერ უნდა ენდოთ საკუთარ თავს და სხვებს, მიუშვათ ყველაფერი, თავის ადგილზე დადგეს.

ფრენა - განცდა, რომ ფრენა შეგიძლიათ, აჩვენებს, რომ თავი გაითავისუფლეთ გარემოებებიდან, რომლებიც  რეალურ ცხოვრებაში, გზღუდავთ.

რა უნდა გააკეთოთ: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა თავისუფლების ეს განცდა მიიჩნიოთ ბედისწერად ან დამთხვევად, ჩვეულებრივ, ეს იმიტომ ხდება, რომ შეძელით, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება ან მძიმე პასუხისმგებლობით აღებულ შეზღუდვებზე მაღლა დადექით.

მოგდევენ - რეალურ ცხოვრებაში ისეთი საკითხია, რომელსაც, გსურთ, რომ დაუპირისპირდეთ, მაგრამ არ იცით, როგორ.

რა უნდა გააკეთოთ: ეს საკითხი ხშირად დიდი შესაძლებლობაა თქვენთვის, რომ კონკრეტულ პიროვნულ ამბიციებს მიჰყვეთ. შესაძლოა, ეს საშიში ჩანდეს, მაგრამ ის, რაც მოგდევთ, თქვენს ყურადღებას ამახვილებს გაუცნობიერებელ შესაძლებლობებზე.

მიტოვებული ოთახის პოვნა - ოთახები სახლში წარმოადგენს თქვენი ხასიათის სხვადასხვა ასპექტს. შესაბამისად, გამოუყენებელი, მიტოვებული ოთახის პოვნა აჩვენებს, რომ თქვენ ისეთ შესაძლებლობებს აღმოაჩენთ თქვენში, რომლის შესახებაც მანამდე არაფერი იცოდით.

რა უნდა გააკეთოთ: რაც უფრო მეტ დროს დაუთმობთ მიძინებული შესაძლებლობების შესწავლას, უფრო მეტი შანსია, იპოვოთ სხვა კარები, რომლებიც თქვენთვის რეალურ ცხოვრებაში გაიღება

გამოცდისთვის მოუმზადებელი - გამოცდები ნიშნავს იმას, როგორ განვსჯით საკუთარ ქმედუნარიანობას. შესაბამისად, ეს სიზმარი აჩვენებს, რომ კრიტიკულად განიხილავთ თქვენს შესრულებას რეალურ ცხოვრებაში.

რა უნდა გააკეთოთ: ნაცვლად იმისა, რომ დაუსრულებელი თვითგამორკვევა დაიწყოთ, თქვენი ხასიათის ნამდვილი გამოცდა ისაა, შეგიძლიათ თუ არა მიიღოთ თქვენი შესაძლებლობები, საკუთარი ცოდნისა და მიღწევების გათვალისწინებით, და არ განსაჯოთ იგი მუდმივად.

კბილის ამოღება - თქვენი კბილები სიმბოლურად გამოხატავს, რამდენად საიმედოდ და ძლიერად გრძნობთ თავს. შესაბამისად, რეალურ ცხოვრებაში ზოგიერთი სიტუაცია თქვენი ნდობის დაკარგვას იწვევს.

რა უნდა გააკეთოთ: იმის ნაცვლად, რომ ეს სიტუაცია საკუთარი ძალების გამომცლელად მიიჩნიოთ, სცადეთ და მშვიდად იფიქრეთ ფაქტებზე, მიიღეთ ისინი გამოწვევად.