“Red Hot Chili Peppers”-ის ახალი ალბომი

“Red Hot Chili Peppers”-ის ახალი ალბომი

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ჯგუფი “Red Hot Chili Peppers”-ის ახალი, რიგით მეათე ალბომი “I'm With You” დღის სინათლეს მიმდინარე წლის 30 აგვისტოს იხილავს.

 

ახალი ნამუშევარი ჯგუფისათვის ხუთწლიანი შესვენების შემდეგ პირველია. წინა ალბომი “Stadium Arcadium” 2006 წლით არის დათარიღებული.

 

ალბომში “I'm With You” 14 ახალი კომპოზიციაა წარმოდგენილი. ამათგან სინგლი “The Adventures of Rain Dance Maggie” ოფიციალურ გაყიდვაში მიმდინარე წლის 18 ივლისს გამოვა.

 

ახალი ალბომის მუსიკალური პროდიუსერი რიკ რუბინი იქნება. ალბომზე არ მუშაობს გიტარისტი ჯონ ფრუსჩანტე, რომელმაც ჯგუფი 2009 წელს მიატოვა. მან საკუთარი სოლო კარიერა წამოიწყო. ჯონის ადგილი ჯოშ კლინჰოფერმა დაიკავა.

 

ჯგუფი “Red Hot Chili Peppers” 1983 წელს, ქალაქ ლოს-ანჯელესში დაარსდა. მისი სულისჩამდგმელები ვოკალისტი ენტონი კიდისი და ბასისტი მაიკლ ბალზარი იყვნენ. ჯგუფის თავდაპირველ შემადგენლობაში მათ გარდა შედიოდნენ მედოლე ჯეკ აირონსი და გიტარისტი ჰილელ სლოვაკი. ეს უკანასკნელი ნარკოტიკების ჭარბი დოზის მოხმარების გამო 1988 წელს გარდაიცვალა. მსოფლიო პოპულარობა ჯგუფმა 1991 წელს მოიპოვა, როდესაც მათი ალბომი "Blood Sugar Sex Magik” რამდენიმე მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა. “Red Hot Chili Peppers”-ის ისტორიაში გამოშვებული ცხრა მუსიკალური ალბომიდან ყველაზე წარმატებულად “Californication" ითვლება.

 

გუშინ ჯგუფის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა ახალ ალბომში  შესული კომპოზიციების ჩამონათვალი.

 

1.         Monarchy of Roses

 

2.         Factory of Faith

 

3.         Brendan's Death Song

 

4.         Ethiopia

 

5.         Annie Wants a Baby

 

6.         Look Around

 

7.         The Adventures of Rain Dance maggie

 

8.         Did I Let You Know

 

9.         Goodbye Hooray

 

10.       Happiness Loves Company

 

11.       Police Station

 

12.       Even You Brutus?

 

13.       Meet Me at the Corner

 

14.       Dance, Dance, Dance