სკანდალურ დასკვნაში თორდიას პირადი მიზნები იკვეთება

სკანდალურ დასკვნაში თორდიას პირადი მიზნები იკვეთება

სსკ-ის 332-ე და 333-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული, რაც გულისხმობს ცალკეულ მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შესაძლო ფაქტებს, სწორედ ამ მუხლით დაიწყო მთავარმა პროკურატურამ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ 2006 წელს თბილისის მერიის მიერ უძრავი ქონებების გადაცემასთან დაკავშირებით გამოძიება.

ოთარ ფარცხალაძის ადვოკატი სახელმწიფო აუდიტს სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მოპოვებული ინფორმაცია პირადი მიზნებისთვის გამოიყენა. მერაბ ჩიქოვანი ამბობს, რომ გენერალურმა აუდიტორმა დაარღვია „აუდიტორთა ეთიკის კოდექსი“ იმით, რომ კონკრეტული შემოწმების შემაჯამებელი პროექტის არარსებობამდე ისაუბრა შემოწმების დეტალებზე და კონკრეტულ შედეგებზე.

როგორც ჩიქოვანი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, ლაშა თოდრიას და მისი მოადგილის, ნინო ლომჯარიას მცედლობაა საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, რადგან, ამ დასკვნაში არაფერია ნათქვამი 2013-2014 წლებზე, როდესაც ამ კომპანიამ კომპენსაციის მოთხოვნა დაიწყო. ადვოკატი ამბობს, რომ აუდიტის სამსახურს არ გადაუგზავნია მასალები სამართალდამცავი უწყებისთვის, მოწმობს, რომ გენერალური აუდიტორი ცდილობს საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს.

მერაბ ჩიქოვანის განცხადებით, სიცრუეა, რომ მას შემდეგ, რაც კომპანია ოთარ ფარცხალაძის საკუთრება გახდა, მერიამ მას მიწის ნაკვეთები 45 დღის ვადაში გადაუფორმა. ადვოკატი აცხადებს, რომ გენერალურმა აუდიტორმა უნდა განმარტოს, მისთვის რა სახის პროვილეგიით სარგებლობს 2011-2012 წლებში „მოღვაწე“ სახელმწიფო მოხელეთა წრე, რომელთა უკანონო ქმედებამ თბილისს 2 615 100 ლარის მატერიალური ზიანი მიაყენა.

„კომპანიასა და მერიას შორის მიწის ნაკვეთების ჩანაცვლებაზე შეთანხმება 2015 წელს შედგა, მაშინ როცა ოთარ ფარხალაძე ამ კომპანიის მფლობელი არ ყოფილა. როცა ფარცხალაძე აღნიშნული კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი გახდა, მერიასთან შეთანხმება საბოლოოდ დასრულდა და ამიტომ დაფიქსირდა ამ საქმეში ყოფილი მთავარი პროკურორი.

გენერალური აუდიტორი დასკვნაში ეხება 2013 წლის ინფორმაციებს, კერძოდ შპს „ბი ეს არ სი და ჯი დეველოპმენტის“ მიერ გაყიდული ქონების ღირებულების მონაცემებს, რომელიც არ შედის აუდიტის შემოწმების პერიოდში. ეს მონაცემები არ შედის არც აუდიტის სამსახურის შემოწმების უფლებამოსილების ფარგლებში, ვინაიდან იგი დაკავშირებული არ არის საბიუჯეტო სახსრების განკარგვის კანონიერებასთან“, - აცხადებს მერაბ ჩიქოვანი.

შესაბამისად, როგორც ადვოკატი განმარტავს, თუ სახელმწიფო აუდიტის სამსახური კერძო კომპანიის 2013 წლის მონაცემებს იკვლევს, მან უნდა შეისწავლოს გარემოებები და იმ პირთა წრე, ვისი დანაშაულებრივი მოქმედებების შედეგად 2011 -2012 წლებში წარმოეშვა თბილისის მერიას ზიანის 2 615 100 ლარის მოთხოვნის ანაზღაურების ვალდებულება, რადგან, აღნიშნული მიწის ნაკვეთის ღირებულება სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს მიერ 2016 ლის 11 მარტს ამ თანხად შეფასდა.

„გენერალურმა აუდიტორმა უნდა განმარტოს დღეს, მისთვის რა სახის პრივილეგიით სარგებლობს 2011-2012 წლებში მოღვაწე სახელმწიფო მოხელეთა წრე, რომელთა უკანონო მოქმედებამ თბილისის მუნიცპალიტეტს მიაყენა 2 615 100 ლარის მატერიალური ზიანი. რატომ არ რის დადგენილი ა მპირთა წრე და რა გახდა ამ საკითხზე მსჯელობისგან თავის არიდების მიზეზი.

არსებობს ოფიციალური მიმოწერა მერიასა და კომპანია „ბი ეს არ სი და ჯი დეველოპმენტს“ შორის, რომელის 2014 წლამდე პერიოდს მოიცავს და რომელშიც ზარალის ანაზღაურებაზეა საუბარი. კომპანიას მერიამ გადასცა საკუთრებაში მიწის ნაკვეთები იმ პირობით, რომ სანაცვლოდ აღნიშნული კომპანია „მზიურის“ ტერიტორიაზე არსებულ უძრავ ქონებას დათმობდა.

ამ დოკუმენტაციით ჩანს, რომ ზიანის ანაზღაურებაზე საუბარი მერიასა და „ბი ეს არ სი და ჯი დეველოპმენტის“ შორის კომპანიაში ოთარ ფარცხალაძის გამოჩენამდე მიმდინარეობდა და შესაბამისად სიცრუეა ის ინფორმაცია, თითქოს მას შემდეგ, რაც კომპანია ყოფილი მთავარი პროკურორის საკუთრება გახდა, მერიამ მიწის ნაკვეთები მას 45 დღის ვადაში გადაუფორმა“, - აცხადებს მერაბ ჩიქოვანი.

აუდიტის დასკვნა, რომელშიც არაფერია ნათქვამი 2013-2014 წლებზე, როდესაც შპს „ბი ეს არ სი და ჯი დეველოპმენტმა“კომპენსაციის მოთხოვნა დაიწყო, for.ge განმარტებისთვის ქვეყნის მთავარ აუდიტორს დაუკავშირდა, მაგრამ ლაშა თორდიამ არც ამ ჯერად უპასუხა სატელეფონო ზარებს.

ოპოზიცია თბილისის მერს საკრებულოს სხდომაზე იბარებს. „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლების აზრით, ყოფილი გენერალური პროკურორისთვის მიწის ხელსაყრელი პირობებით გაცვლა და თბილისის მერიის მხრიდან საბაზროზე 5-ჯერ მაღალი კომპენსაციის გადახდა, არაერთ კითხვას ბადებს სავარაუდო კორუფციის შესახებ. თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის ალეკო ელისაშვილის თქმით, ნარმანია არა საკრებულოში, არამედ ის პროკურატურაში უნდა დაიბარონ.

„ნარმანიამ უნდა იაროს არა საკრებულოს, არამედ უკვე იმდენ კორუფციაშია ჩაფლული ყელამდე, რომ მისი სასიარულო ადგილი არის პროკურატურა, შემდეგ პროკურატურამ სასამართლოში უნდა წაიყვანოს ნარმანია და კიდევ სხვა დაწესებულებაში. ამდენად, ლოგიკურია, რომ საკრებულოში დავიბაროთ, მაგრამ ახლა ვფიქრობ, პროკურატურაში სიარულის დროა“, - აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

თბილისის მერის საკრებულოში დაბარების აზრს ვერ ხედავსთბილისის საკრებულოს „ფრაქცია დედაქალაქის“ წევრი თამარ ცინცაბაძე, რომლის განცხადებით, არსებულ კითხვებზე პასუხი პროკურატურამ უნდა გასცეს და არა დავით ნარმანიამ.

„ვერ ვხედავ დაბარების აზრს, რადგან, როდესაც მოდის, ჩვენ მისგან მაინც ვერანაირი პასუხს ვერ ვგებულობთ და ეს არის საქმე, რომელზეც საბოლოო თავის დასკვნა უნდა დადოს აუდიტმა და შემდგომ უკვე პროკურატურამ უნდა გასცეს პასუხი და არა ნარმანიამ ყველა იმ კითხვის ნიშანს, რომელიც კი არსებობს“, - განაცხადა თამარ ცინცაბაძემ.

ოთარ ფარცხალაძისთვის მიწის ხელსაყრელი პირობებით გაცვლის საკითხზე დავით ნარმანიას საკრებულოში არ დაიბარებენ, რადგან მმართველი გუნდი აცხადებს, რომ აღნიშნულ კითხავზე დავით ნარმანიამ პასუხი უკვე გასცა. საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ჯაბა სამუშია აცხადებს, რომ სახელმწიფო აუდიტის შეკითხვების ადრესატი არა თვითმმართველობა, არამედ ექპერტიზის ეროვნული ბიუროა, რომელმაც აღნიშნულ მიწასთან დაკავშირებით 2015-2016 წლებში ორჯერ ჩაატარა ექსპერტიზა და ორივე შემთხვევაში არის დაფიქსირებული თანხა. შესაბამისად, მერია და საკრებულო ექსპერტიზის დასკვნას ეყრდნობა.

„ერთადერთი შეკითხვა, რომელიც დღევანდელ თვითმმართველობასთანაა პირდაპირ კავშირში, აღნიშნული პროცესის 2015 წლის აპრილიდან 2016 წლის დასაწყისამდე გაგრძელებას უკავშირდება. ეს კი კანონში შეტანილმა ცვლილებამ გამოიწვია, რომლის თანახმად, მიწის ნაკვეთების გასხვისების უფლება ქალაქის თვითმმართველობას მიეცა.

აღნიშნული საკითხი ცალსახად პოლიტიკური დღის წესრიგითაა ნაკარნახევი, რაც იქიდანაც ჩანს, რომ 2015-2016 წლებში კომპანიისთვის „ბი-ეს-არ-სი დი ჯი დეველოპმენტი“ მიწის გადაცემის საკითხი საკრებულოში სამჯერ განიხილეს და ოპოზიციის დიდ ნაწილს მისთვის თანხმობა აქვს მიცემული“, - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

სამუშია აცხადებს, რომ აუდიტის მიერ გამოქვეყნებული დასკვნის შედეგად გამოკვეთილი შეკითხვები „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდს უკავშირდება და შესაბამისად, არსებულ კითხვებზე პასუხი სწორედ მათ უნდა გასცენ.

„აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული შუალედური დასკვნის მიხედვით ოთხი საკითხი გამოიკვეთა, რომელთან დაკავშირებითაც გარკვეული შეკითხვები გაჩნდა და რომლებზეც პასუხის გაცემის ვალდებულებას ოპოზიცია დღევანდელ მერს აკისრებს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ აქედან სამი შეკითხვის ადრესატი დედაქალაქის ყოფილი მერია.

დავით ნარმანია შეკითხვას - თუ რატომ გაიარა გზამ 2011 -2014 წლებში კომპანია „ბი-ეს-არ-სი დი ჯი დეველოპმენტის“ კუთვნილ ტერიტორიაზე და რატომ არ გაიცა კომპენსაცია - პასუხს ვერ გასცემს. ასევე საინტერესოა, თუ რატომ დაიკარგა 2012 -2014 წლების მიმოწერა კომპანიასა და მერიას შორის. ამ პერიოდშიც მერიასა და საკრებულოში„ნაციონალური მოძრაობის“ გუნდი იყო, ამიტომ აღნიშნულ საკითხზე პასუხი სწორედ მათ უნდა გასცენ“, - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.