როგორია კრემლის გავლენა უკრაინაზე, საქართველოზე, უნგრეთსა და ჩეხეთის რესპუბლიკაზე? „Detector Media“ -ს კვლევაში აღწერილია კრემლის გავლენა ამ ქვეყებზე და ამ გავლენებზე პასუხი. კრემლის გავლენა და რეაქცია შეფასდა სამ განზომილებაში - პოლიტიკა, მედია, სამოქალაქო საზოგადოება და ეკლესია. კვლევის თანახმად, ოთხივე ქვეყანაში კრემლისთვის ყველაზე მეტად ხელსაყრელია გავლენა მედიაზე გავლენაა.
კვლევისავე მიხედვით, აღნიშნული ქვეყნების მთავრობები იჩენენ ძალისხმევას რუსული პროპაგანდის შესაჩერებლად. „Detector Media“ -ს კვლევაში აღნიშნულია, რომ საქართველოში 2008 წლის ომის შემდეგ კრემლის საინფორმაციო გავლენის შესაძლებლობები გაიზარდა პოლიტიკური პარტიების, მართლმადიდებლური ეკლესიისა და რუსეთის მედიის საშუალებით.
კვლევის მიხედვით, მედიის ფლობა ოლიგარქების მიერ და ცენტრალური მედიისადმი ნდობის შემცირება, კრემლისთის ქმნის კარგ პირობებს რუსული პროპაგანდის გავრცელების კუთხით. თუმცა, კვლევის თანახმად, კრემლის პროპაგანდისტული საინფორმაციო გავლენის მხრივ ლიდერი ქვეყანა არის უკრაინა.for.ge-სთან საუბრისას ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი აცხადებს, რომ რაც უფრო დამოუკიდებელია ქვეყანაში ადგილობრივი მედია, მით უფრო მკაფიოა დემოკრატიული წარმატება ამ ქვეყნისთვის.
for.ge სოსო ცისკარიშვილს ესაუბრა.
თუ კვლევას გადავხედავთ, კრემლის პროპაგანდისტული საინფორმაციო გავლენის მხრივ ლიდერი ქვეყანა არის უკრაინა, მაგრამ საქართველოს შემთხვევაში რამდენად არის პრობლემა პრორუსული პროპაგანდა და ამ თვალსაზრისით თუ იგრძნობა ეს გავლენა ქართულ მედია-სივრცეში?
სოსო ცისკარიშვილი: თავისთავად, ცივილიზებულ ქვეყნებში მედია აღიქმება როგორც ხელისუფლების ერთ-ერთი ნაწილი. რაც უფრო დამოუკიდებელია ქვეყანაში ადგილობრივი მედია, მით უფრო მკაფიოა დემოკრატიული წარმატება ამ ქვეყნისთვის. ვერ ვიტყვი, რომ ჩვენთან მედიის მიმართ რაიმე მიუღებელი ქმედებები ატარებს ყოველდღიური წარმოჩენის და გასაიდუმლოების რეალობას.
მაგრამ ადგილობრივი მედია არა მხოლოდ საკუთარი თავის წარმოსაჩენად უნდა იყოს დატვირთული ქვეყანაში, არამედ, საკუთარი ქვეყნის მიმართ ნაკლებად კეთილგანწყობილი უცხოური მედიისთვის შესაბამისი პასუხების გაცემაც უნდა შეეძლოს, უნდა შედიოდეს არა ვალდებულების სახით, არამედ საკუთარი სურვილებიდან გამომდინარე. ისე არ მოხდეს, რომ ჩვენ, მხოლოდ ჩვენს ქვაბში ჩავიხარშოთ და უპასუხოდ დარჩეს ის სივრცე, რომელიც არ იშურვებს ჩვენს წინააღმდეგ მდუღარე წყალს.
ამ თვალსაზრისით ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ გარკვეული წარმატებების შესახებ ქართულ მედიაში?
- რა თქმა უნდა, შეგვიძლია, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ავადსახსენებელი პოსტსაბჭოთა პირობები გვექნება შესადარებელი მედიის დღევანდელ ყოფასთან. ზოგადად, თავმოყვარე სახელმწიფო შეურაცხყმყოფელი უნდა იყოს, როდესაც მას აცხადებენ პოსტსაბჭოთა დემოკრატიის ყველაზე წარმატებულ ქვეყანად. ეს არის შეთავაზება მეტ-ნაკლებად სწორ გზაზე დამდგარი ქვეყნებისთვის, მაგრამ დამამცირებელი ის არის, ვინც ჩვენ გვაქებს, ისინი მიუღებლად თვლიან ჩვენი დემოკრატიის სტანდარტებს საკუთარი ქვეყნებისთვის.
არ მინდა გადავიდეთ იმ თემისგან, რომელზეც ვსაუბრობთ, მაგრამ კარგი იქნებოდა, რომ პროფესიონალიზმი ჩვენი მედიის იყოს კიდევ უფრო მაღალი, სრულად ბუნებრივად საკუთრი პროფესიული თვისებების გამყარებისთვის და გავრცელებისთვის. რაიმე სახის უგვანო ინფორმაციას დაუპირისპიროს ანალიზი იმისა, საიდან მოდის საქართველოსთვის ასეთი მიუღებელი იდეა, რა არის ასეთი ქმედების წინაპირობა და რა იქნება ასეთი თავდასხმების მომავალი მიზანი.
ეს მარტო მედიას ეხება?
- რა თქმა უნდა, ეს არ არის მარტო მედიის საკითხი. ჩვენ რატომღაც ვთვლით, რომ რუსული ენა არ უნდა ვიცოდეთ. ამით ვვნებთ მხოლოდ საკუთარ თავს. ვსაუბრობთ იმაზე, რომ დემოკრატიული შეფასებების მიხედვით ჩვენ უფრო წინ ვართ, ვიდრე რუსეთი. კი ბატონო, მაგრამ არავის არ აინტერესებს ინვალიდი დემოკრატია, რომელის ნიშნები ჩვენ გვქონდა და გაგვაჩნია დღესაც. ე.წ. კონტრპროპაგანდა ძალიან მძიმედ აღსაქმელი სიტყვაა, მაგრამ ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში ეს იყო ძალიან შედეგიანი, როცა მიუღებელ ინფორმაციას სასწრაფო პასუხი მოსდევდა. აი, აქ უკვე რატომღაც ჩვენი ხელისუფლება სწორედ რომ დუმულის უფლებას იმიზეზებს.
როგორ ხსნით ხელისუფლების დუმილს?
- ჩვენ არ გვყავს ისეთი პირი, ვინც უნდა ისაუბროს ამ საკითხზე, ან ვინ რა მიმართულებით არის პროფესიონალი პირდაპირი საუბრის და შესაბამისად, თოქ-შოუში მონაწილეობის მყარი საფუძვლით. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვყავს ისეთი პირი და თანამდებობა, როგორც საბჭოთა კავშირის დროს, ასეთი უგვანო გამონათქვამებზე რეაქციის გამოსახატად.
მაშინ არსებობდა კონკრეტული სამსახური და ამისთვის გამოყოფილი იყო კომუნისტურიი პარტიის ერთ-ერთი მდივანი, ერთმანეთთისგან სწავლობდნენ სიცრუის გავრცელებას და სიმართლის მიჩუმათებას. საბჭოთა მოქალაქეთა ინტელექტუალური ნაწილისთვის სრულიად მარტივი იყო, რომ ეკითხათ გაზეთები სტრიქონებს შორის, გამომსვლელის სიტყვებს შორის პაუზის აღქმა ყოფილიყო კონკრეტული თემის მახასიათებლად.
ასე თუ ისე, საბჭოთა პერიოდში საქართველოს მიმართ იყო დაუფარავი შური, როდესაც იზრდებოდა ლტოლვა ქართული ფილმებისადმი, ასევე ქართული თეატრის და სხვა კულტუროლოგიური მიმართულებების კუთხით. დიახ, რუსეთის და სხვა ქვეყნების მოსახლეობა აღიარებდა ჩვენი კულტურის წარმატებულ და მისაბაძ ქმედებას.
რასაკვირველია, დღევანდელი დღე განსხვავდება 25 წლის წინანდელი რეალობისგან, მაგრამ ფაქტი ის გახლავთ, რომ სწორედ მათ, ვისაც ძალუძს ამხილონ როგორც სიჩუმე ჩვენი ქვეყნის მიმართ, ასევე წარმოადგინონ საფუძვლები ასეთი დამოკიდებულებისა, ასეთ ინსტიტუტს ვერ ვხედვათ. ნურავინ იტყვის, რომ ეს არის სუსი. იოლი არ არის რუსი ინტელექტუალების წინააღმდეგ მათთვის ჩვენი საკუთარი თეორიების თავსმოხვევა.
ამიტომ, ასეთ ვითარებაში მხოლოდ ხელებწამოშვებულობა და პრემიების თუ დანამატების თვლა, რასაკვირველია, მიგვანიშნებს იმაზე, რომ რატომღაც ჩვენი ხელისუფლების რომელიღაც მაღალი თანამდებობის პირს არ აქვს უფლებამოსილება უკმეხ ბრალდებას უკმეხი პასუხი დაახვედროს, რაც თავისთავად ეროვნული სულის ზრდის და გამოყენების მეტ საშუალებას მისცემს ჩვენს საზოგადოებას.