“Arctic Monkeys” გალიდერდა

“Arctic Monkeys” გალიდერდა

გუშინ გამოქვეყნდა წინა კვირის ბრიტანული ჰიტ-პარადების მორიგი რეიტინგი.

 

მუსიკალური ალბომების ჩამონათვალში გალიდერდა ჯგუფი “Arctic Monkeys”-ის ახალი ნამუშევარი “Suck It and See”. საინტერესეოა, რომ ეს დისკი გაყიდვაში 6 ივნისს გამოვიდა და ამ მცირე დროში პირველი საფეხურის დაკავება მოასწრო.

 

ბოლო ნამუშევარი ჯგუფი “Arctic Monkeys”-სათვის რიგით მეოთხე სტუდიური ჩანაწერია. მათი წინა ალბომები 2006, 2007 და 2009 წლებით არის დათარიღებული და ბრიტანული ჰიტ-პარადების მაღალ საფეხურებზე იმყოფებოდნენ.

 

წინა ორი კვირის უპირობო ლიდერი, მომღერალი ლედი გაგას ალბომი “Born This Way” ამჟამად მესამე პოზიციამდე ჩამოქვეითდა. ამ დისკმა დღის სინათლე მიმდინარე წლის 23 მაისს იხილა.

 

მომღერალი ადელის დისკი “21” მეორე ადგილს ინარჩუნებს. ეს ალბომი გაყიდვაში 2011 წლის იანვარში გამოვიდა და უკვე მეთექვსმეტე კვირაა ლიდერთა სამუელის უცვლელი წევრია.

 

მუსიკალური კომპოზიციების წინა კვირის ბრიტანული ჰიტ-პარადის უპირობო გამარჯვებულის წოდება რეპერი Example-ს კომპოზიცია “Changed the Way You Kiss Me”-მა დაიმსახურა.

 

პოპულარულ სინგლთა ჩამონათვალში გამოჩნდა ცნობილი ჯგუფი Coldplay-ს ახალი კომპოზიცია “Every Teardrop Is A Waterfall”. ამ სიმღერის ბრიტანული დებიუტი 3 ივნისს გაიმართა. ეს კომპოზიცია ადგილობრივ ჰიტ-პარადებში მხოლოდ მეექვსე საფეხურზე იმყოფება.