The Darkness დაბრუნდა

The Darkness დაბრუნდა

 ბრიტანული როკ-ჯგუფი The Darkness 2000 წელს ჩამოყალიბდა. მისი თავდაპირველი შემადგენლობა შემდეგი იყო: ვოკალისტი და გიტარისტი ჯასტინ ჰოკინსი, გიტარისტი და ბეკ-ვოკალისტი დენ ჰოკინსი, გიტარისტი ფრენკ პულანი და მედოლე ედ გრეჰემი.

 

ჯგუფის პირველმა ალბომმა, “Permission to Land” დღის სინათლე 2003 წელს იხილა. 2004 წელს ფრენკ პულანის ადგილი რიჩი ედვარდსმა დაიკავა.

 

2005 წელს გამოვიდა “The Darkness”-ის მეორე ნამუშევარი, “One Way Ticket To Hell And Back”. ამის შემდეგ მუსიკოსები დიდ სცენაზე აღარ გამოსულან და მუშაობა სტუდიაშიც არ გაუგრძელებიათ.

 

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ “The Darkness”-ის წევრები კვლავ ერთად შეიკრიბნენ. მუსიკოსებს ახალი სტუდიური ალბომის ჩაწერა და აქტიური საკონცერტო მოღვაწეობის განახლება აქვთ განზრახული.

 

წინა კვირას ჯგუფმა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში პირველი კონცერტი ჩაატარა. ქალაქ ნორვიჩის ერთ-ერთ კლუბში მათ გამოსვლას სამასამდე თაყვანისმცემელი დაესწრო.

 

ამჟამად ჯგუფის წევრები ემზადებიან ფესტივალ “Download”-ში მონაწილეობის მისაღებად. შემდეგ დიდ ბრიტანეთში ორ თვიანი საგასტროლო ტურნე აქვთ დაგეგმილი. მიმდინარე წლის სექტემბერ-ოქტომბერში კი საკუთარ სტუდიაში ჩაიკეტებიან და ახალ ალბომზე მუშაობას დაიწყებენ.