ნაურუ ამიერიდან აშშ-სგან ფინანსურ დახმარებას ვერ მიიღებს, ვინაიდან საქართველოს ორი ოკუპირებული რეგიონის დამოუკიდებლობა აქვს აღიარებული. გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო საკანონმდებლო აქტი, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა. შეგახსენებთ, დოკუმენტის თანახმად, ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონების დამოუკიდებლობას აღიარებს, აშშ-სგან ფინანსურ დახმარებას არ მიიღებს.
ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა რუსეთმა და ნიკარაგუამ 2008 წელს აღიარა. 2009 წლის შემდეგ კი აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა ვენესუელამ, ნაურუმ, ტუვალუმ და ვანუატუმ. თუმცა, რამდენიმე წლის წინ ტუვალუმ და ვანუატუმ აღიარება უკან წაიღეს.
უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი, ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ აშშ ამცირებს ფინანსური დახმარების პროგრამებს საქართველოსთან მიმართებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართული არასამთავრობო სექტორი ამერიკული ფინანსური დახმარების გარეშე რჩება.
for.ge ვახტანგ მაისაიას ესაუბრა.
გადაწყვეტილება, რომლის თანახმად ფინანსური დახმარება შუწყდება იმ ქვეყნებს, რომლებიც აღიარებენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს, მნიშვნელოვანია, მაგრამ მეორე მხრივ, აშშ 40%-ით ამცირებს ფინანსურ დახმარებას საქართველოსთან მიმართებაში, ამან რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში?
ვახტანგ მაისაია: ამერიკის ერთადერთი რეალური ბერკეტი, რომ თავისი საგარეო პოლიტიკა განეხორციელებინა, მათ შორის საქართველოს მიმართულებით, ეს იყო ფინანსური დახმარება. ეს თანხა მიმართული იყო ქართული მედიის, არასამთვრობო სექტორის, მმართველობის რეფორმების და სხვა მიმართულებების განვითარებისკენ, რომელიც რეალურად იყო პროამერიკული ძალების საყრდენი. ამერიკას სხვა ინსტრუმენტები საქართველოში არ გააჩნია.
როგორია ჩვენს ქვეყანაში ამერიკული ბიზნესის განვითარება ვიცით - სავსებით მინიმალურია, ან ფაქტიურად ნულამდეა დასული. სამხედრო ბაზები ამერიკელებს ჩვენთან არ გააჩნიათ. ამერიკის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ბერკეტი იყო საფინანსო დახმარებები, რომელიც შეამცირა ტრამპმა. ამ გადაწყვეტილებამ შეიძლება სერიოზული დარტმა მიაყენოს ადგილობრივ არასამთავრობო სექტორს და მასმედიის გარკვეულ საშუალებებს.
კერძოდ, მცირდება არასამათავორო სექტორის და მასმედიის მხარდამჭერი პროექტების დაფინანსება. არასამთავრობოები, რომლებიც სოკოებივით არიან მომრავლებული ჩვენს ქვეყანაში, დაფინანსების გარეშე რჩებიან. მათ მიმართ ნდობის ხარისხი არის ნული, მაგრამ სწორედ ამ ფინანსური დახმარების იმედზე იყვნენ. ტრამპის გადაწყვეტილებით კი, უკვე არ უნდა იყვნენ ამ ფინანსური დამხარების იმედზე, რაც ძალიან კარგია.
ეს რამდენად სწორია, იმ ფონზე, როდესაც საკმაოდ ძლიერია რუსული რბილი ძალის გავლენა ქვეყანაში?
- რა თქმა უნდა, ეს სერიოზულ ზიანს გვაყენებს, კიდევ უფრო გაზრდის რუსული რბილი ძალის ელემენტებს. მით უმეტეს, რომ რუსეთმა გაზარდა ანალოგიური დახმარებები თავის კუთხით. რამდენადაც მე ვიცი, რუსეთმა გაზარდა პროექტი „მირის“ დაფინანსება, რომლის განხორციელებისათვის 100 მილიონი დოლარია გამოყოფილი, მათ შორის -საქართველოში. ანუ, ამერიკელების მხრიდან ასეთი მზარდი დახმარების შემცირება, რა თქმა უნდა, ზრდის რუსული ძალის შემოსვლის და კიდევ უფრო განვითარების პერსპექტივას.
ეს პროპორციულად აისახება პროდასვლური ორიენტაციის მოქალაქეების რაოდენობის შემცირებაზე?
- შეიძლება ასახვა ჰპოვოს, რადგან, როგორც კი შემციდრება ამერიკული დახმარება, ეს აისახება რუსეთის რბილი ძალის გაძლიერებაზე და აისახა კიდევაც. სამწუხაროდ, ლუჟკოვის თავხედურ ქმედებაზე, იგივე „ღამის მგლებზე“ არ იყო შესაბამისი რეაქცია საზოგადოების მხრიდან. არ ვგულისხმობ იმ არასამთავრობო სექტორს, რომელთა გავლენა სოციუმში არის დაბალი, მათ ელემენტალურად არ გააჩნიათ რეალური გავლენის საშუალება, საზოგადოების დამოკიდებულება არის საკმაოდ ინდიფერენტული და არაადეკვატური, რაც ამ ტენდენციებს კიდევ უფრო გაზრდის. ხვალ შეიძლება ჟირინოვსკი ჩამოვიდეს და ჩაითვალოს, რომ სტუმარია ჩვენი „კეთილი მეზობელი“ სახელმწიფოდან.
ამ შემთხვევაში, ალბათ, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ აღკვეთოს რუსული რბილი ძალის მოქმედება ქვეყანაში, რატომ უნდა ვიყოთ ამერიკულ დახმარებაზე დამოკიდებული, მით უფრო, რომ ეს გრანტები არ ხმარდებოდა რუსული რბილი ძალის შეკავებას?
- ეს უკვე პოლიტიკურად გადასაწყვეტი საკითხია. სამწუხაროდ, დღეს პოლიტიკური მიმართულებები არ არის გამოკვეთილი. რატომღაც სახელმწიფოს აწყობს არასამთავრობო სექტორი და მედიის პროექტები დააფინანსოს სპეციალური პროგრამების კუთხით აშშ-მ, ევროკავშირმა და ნატომ. ერთი მხრივ კარგი მომენტია, ამერიკელებმა გვაჩვენეს, რომ მარტო მათ იმედზე არ უნდა ვიყოთ და ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ. სახელმწიფო თავად უნდა დაუპირისპირდეს რუსულ პროპაგანდას თავისი ქმედებით და პოლიტიკით. ასე უდგებიან საკითხს ბალტიის სახელმწიფოები. სახელმწიფოში არსებობს სპეციალური პროგრმა, ანუ ფონდი, რომელიც შინაარსობრივად მოიცავს რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ მოქმედებას. ჩვენ ვართ საომარ მდგომარეობაში რუსეთთან, რუსული საინფორმაციო ომის წინააღმდეგ შესაბამისი პროგრამის შექმნა არის მნიშვნელოვანი. არავინ არ დაგვძრახავს იმიტომ, რომ ეს იქნება რეალობის გამოხატულება.
40%-იანი ფინანსური დახმარების შემცირება ეხება სახელმწიფო დახმარებებს და მათ შორის სამხედრო მიმართულების შემცირებას?
- ეს არის საერთაშორისო დახმარება და რა თქმა უნდა, ეხება სახელმწიფო დახმარებებსაც. საუბარი იყო როგოც სახელმწიფო, ასევე არასახელმწიფო სექტორებზე და, რა თქმა უნდა, ეს აისახება სახელმწიფო დახმარების შემცირებაზე, მათ შორის თავდაცვის კუთხით. უკრაინასაც შეუმცირეს ეს დახმარება და 500 მილიონის ნაცვლად, მიიღებს 200 მილიონამდე დახმარებას.
ასევე ნავაუდებია, რომ დახმარება შეუმცირდება მოლდოვას და ბუნებრივია, საქართველოსაც, რადგან ამ პაკეტში იყო საქართველო, როგორც ამერიკული ფინანსური დახმარების მიმღები. ფაქტია, რომ ეს სერიზულად შეამცირებს ჩვენი თავდაცვისუნარიანობას. მით უფრო, რომ ჩვენ ვამცირებთ თავდაცვის ბიუჯეტს. ამერიკული ფინანსური დახმარების შემცირება, ეს არის ნაკელები სამხედრო წვრთნები, ნაკლები შეიარაღების შესყიდვის პერსპექტივა და ა.შ.