ვირტუალური ღალატი ქართულად

ვირტუალური ღალატი ქართულად

[მურმან ეკალაძე]
ქალსა და მამაკაცის ვირტუალური, ანუ საინტერნეტო ფლირტი ხშირად გადაზრდილა სერიოზულ ურთიერთობაში. მსგავსი მაგალითები საქართველოშიც უხვადაა. თუმცა, როგორც ირკვევა, ვირტუალური ღალატიც ყოფილა შესაძლებელი. ყოველ შემთხვევაში ფაქტია, რომ ბოლო დროს ეს პრობლემა ბევრს აწუხებს და ფიქრობენ, რომ ინტერნეტით ხშირად “მoჩეთავე” მეუღლე პოტენციურად მოღალატე შეიძლება გახდეს. ფსიქოლოგები ჩვენთან საუბრისას ასკვნიან, რომ ინტერნეტით ღალატი სულაც არ არის მოგონილი და “თითიდან გამოწოვილი” პრობლემა.

ლელა ივანიშვილი, ფსიქოლოგი: “ნებისმიერი ღალატი ვირტუალურად იწყება. ამისთვის არ არის სავალდებულო ჩატაობა. თუ ქალმა (კაცმა), გონებაში გაიფიქრა და დაუშვა ეგეთი რამ, ეგ უკვე ღალატია. და დაშვებულის განხორციელებამდე არაფერი დგას წინ (ჰა–ჰა, რამოდენიმე ბარიერი იყოს).

ღალატი (ფიზიკური) ყოველთვის კარგად გადახარშვის შემდეგ ხდება. ანუ, ჯერ ღალატობ ვირტუალურად და პრობლემას ვერ ხვდები შემდეგ კი – ისე, და არც მაშინ არის პრობლემა. ხოლო თუ ფიქრებში პრობლემა გიჩნდება მაშინ მაშინ ვერც ვირტუალურად და ვერც რეალურად ვერ უღალატებ”.

მსოფლიოში უამრავი ბედნიერი წყვილი არსებობს, რომლებმაც ჩატით გაიცნეს ერთმანეთი და დღეს ოჯახები აქვთ. თბილისში ალბათ ასეთ რამეს ცუდი რეპუტაცია აქვს, რაც სამწუხაროა.

გივიკო 22 წლის, სტუდენტი: “ჩემი მეგობრის ისტორიას მოგიყვებით. მოკლედ, ეს წყვილი თავისუფალ დროს ჩატაობდა, მაგრამ ბიჭი სასტიკად ვერ იტანდა, როცა თავის შეყვარებული სხვას ელაპარაკებოდა.

ჰოდა, ერთხელაც ამ გოგომ ნახა ამ ბიჭის საუბრის ისტორია და გაიგო რომ ბიჭი სხვებს შეხვედრებს უნიშნავდა, ნუ რა თქმა უნდა ძალიან ეწყინა და ბიჭიც შეპირდა რომ ასე აღარ მოიქცეოდა, მაგრამ არ გასულა რამდენიმე დღე რომ ქუჩაში ჩათში გაცნობილ გოგოსთან ერთად დაინახა. მოკლედ, ბოლოს მაინც შერიგდნენ. მიუხედავად ამისა, ეს ბიჭი მაინც ვერ იტანდა, რომ ეს გოგო ჩეთაობდა, თუმცა იცოდა, რომ ეს გოგო თავისნაირი მოღალატე არ იყო და ნაცნობების გარდა არავის არ ელაპარაკებოდა, ყოველ შემთხვევაში – არც ტელეფონებს ცვლიდა და არც ხვდებოდა ვინმეს... თუმცა, მაინც ეჭვიანობდა... ამის მიუხედავად, თვითონ არ იშლიდა ფლირტაობას, მაგრამ ამ თემაზე როცა დაიწყებდნენ საუბარს, ბიჭი თავს ყოველთვის იმართლებდა.

მოკლედ, ერთ დღეს შეთანხმდნენ, რომ არცერთი აღარ შევიდოდა ჩათში. ამ ბიჭმა ამ გოგოს ისტორიები მის თვალწინ წაიკითხა და “ანინსტალი” გააკეთებინა თავისივე ხელით. მოკლედ, აუკრძალა!

ცოტა ხნის მერე ეს გოგო მაინც შევიდა ჩათში და ამ ბიჭის მეგობარს ესაუბრა. რა თქმა უნდა, ძმაკაცმა ბიჭს შეატყობინა ამის შესახებ. ბიჭმა გაიგო და გაცოფდა, მოკლედ მოღალატის სახელით შერაცხა ეს გოგო...

ბოლოს ისევ შერიგდნენ... ამის მერე ეს გოგო ჩეთში აღარ შესულა, მაგრამ ეს ბიჭი მაინც არ იშლის და თავისუფლად საუბრობს სხვებთან. ვფიქრობ, რომ ეს უკვე მართლაც ღალატია”.

თუმცა, ყველას როდი აწუხებს მსგავსი პრობლემები. ნახავთ ისეთებსაც, რომელთათვის გართობა და პირადი ცხოვრება მკვეთრად გამიჯნულია.

ანა ბიჩინაშვილი, 31 წლის: “მიუხედავად იმისა, რომ პროფესიონალი პროგრამისტის მეუღლე ვარ არასოდეს არ მიგრძვნია, რომ კომპიუტერის ცოლი ვარ... მე მგონი ეს პირიქით არის.

ისინი “სკაიპით” ლაპარაკობენ საათობით, უაზრო თამაშებს თამაშობენ, ან პორნო გვერდებზე დაძვრებიან, ვინც კომპუტერთან მწყრალად არიან და სხვა არ იციან როგორ მოიხმარონ. ჩვენს მშობლებს და და-ძმებს კი ეჩატავება საქართველოში, მაგრამ ხშირად არ აცდენს მაგისათვის კომპიუტერებს”.

ფსიქოლოგობის ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ ჩატაობა ხშირად იგივე ღალატია და ჩატაობა ძალიან ახლოს დგას ფლიტაობასთან ანუ თითქმის იგივეა.

ლელა ივანიშვილი: “როცა ქალს ქმრის საზოგადოებაში ვერ აქვს ის სასურველი გარემო, ამ გარემოდან გარეთ გადის და ავლენს ინტიმური იმპულსებს. ქართველი კაცისთვის ნამდვილად აუტანელი იქნება რომ დაინახოს, მისი ცოლი სხვას ეჩატავება. ვირტუალური სამყაროდან რეალობამდე ერთი ნაბიჯია, არავინ არაა არაფრისგან დაცული, მითუმეტეს ვირტუალური ფლირტაობა ჩვენში მოდაში შემოვიდა რაღა შორს წავიდეთ, ირგვლის მიმოიხედეთ და ხშირად მოისმენთ ისტროებს, ტუ როგორ ცდილობენ ქართველი გათხოვილიუ ქალები თავგადასავლების ძიებას. გამოსდით თუ არა ეგ უკვე სხვა საქმეა, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, ნუთუ ეს არ არის ქმრის ღალატის მცდელობა?”