მინა სუვარის ახალი კინოროლი

მინა სუვარის ახალი კინოროლი

ცნობილი ამერიკელი მსახიობი მინა სუვარი ამ დღეებში ინგლისში იმყოფება და ახალი ბრიტანული კომედიის საგადასაღებო პროცესში მონაწილეობს. ამ პროექტის სახელწოდებაა “კავშირები”.

 

ამ ახალი სურათის კინორეჟისორი ჯესი ლორენსია. ეს ნამუშევარი მისთვის სადებიუტოა. ფილმის სცენარი ეკუთვნის ნოელ კლარკს, რომელიც სურათში ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს.

 

ფილმი “კავშირები” მოგვითხრობს ახალდაქორწინებული წყვილის ცხოვრებაზე. მათ ეს მშვენიერი დღესასწაული ჯოჯოხეთად ექცევათ ერთგული მეჯვარეების წყალობით.

 

მინა სუვარიმ სახელი გაითქვა სურათებში “ამერიკული ღვეზელი” და “სილამაზე ამერიკულად” მონაწილეობით. ამ ახალ პროექტში ის ახალდაქორწინებულ პატარძალს თამაშობს.

 

მინა სუვარის კომედია “კავშირებში” პარტნიორობას უწევენ ახალგაზრდა მსახიობები ტალულა რაილი, მეთიუ მაკნალტი, ჯეისონ მაზა და ჯულიეტ ოლდფილდი.

 

სურათი “კავშირების” კინოპრემიერა 2012 წლის თებერვალშია დაგეგმილი.