მეცნიერები ამბობენ, რომ ყველის მოყვარულებში მეორე ტიპის დიაბეტის განვითარების ალბათობა 12%-ით მცირდება.
მეორე ტიპის დიაბეტი დაავადების ყველაზე გავრცელებული ფორმაა და მაშინ ყალიბდება, როცა ორგანიზმი საკმარის ინსულინს ვერ გამოიმუშავებს. სიმპტომები შეიძლება გაკონტროლდეს ჯანსაღი საკვების მიღებით, სისხლში შაქრის დონის ხშირი შემოწმებით, მაგრამ დაავადებულს ხშირად მაინც უწევს ინსულინის მიღება.
ყველის კარგი ეფექტის ერთერთი მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ ფერმენტაციის პროცესი იწვევს რეაქციას, რომელიც გულის პრობლემებისა და დიაბეტისგან იცავს ადამიანებს. მაგრამ მკვლევარები მაინც აფრთხილებენ დაავადებულებს, თავი შეიკავონ ბევრი ყველის ჭამისგან, სანამ შედეგებს სხვა კვლევებიც არ დაადასტურებენ.
„ჩვენ გირჩევთ, ბალანსირებული ხილით და ბოსტნეულით მდიდარი დიეტა დაიცვათ და რაც შეიძლება ნაკლები ცხიმი და მარილი მიიღოთ“, - ამბობს კვლევის ხელმძღვანელი იაინ ფრეიმი.