შეყვარებულთა გმირობა

შეყვარებულთა გმირობა

ინგლისელმა წყვილმა, 35 წლის კიმ ჯეიმსმა და 37 წლის ლი კოგინსმა ქორწილისთვის 50-50 კილო დაიკლეს.

კიმსა და ლის აერთიანებდა არა მარტო ერთმანეთის, არამედ გემრიელად ჭამის სიყვარულიც.

მაგალითად, ვახშმის დროს, მათ მაგიდაზე ელაგა ნივრიანი პური, 2 უზარმაზარი პიცა, დიდი პორცია ნაყინი თითოეულისთვის, სამი ცალი შოკოლადის ფილა, ღვინო და ლუდი.

აქედან გამომდინარე, არ არის გასაკვირი როგორ გახდა კიმი 125, მისი საყვარელი მამაკაცი კი, 160 კილოგრამი.

წყვილმა, რომელსაც 2 საერთო შვილი ჰყავდა, 2 წლის წინ ქორწინება გადაწყვიტა. ამ ღირსშესანიშნავი თარიღისთვის კი, კიმმა და ლიმ ფორმაში ჩადგომა მოინდომეს.

ისინი გახდომის მსურველთა კლუბში გაწევრიანდნენ, სადაც თითოეულმა 50 კილო დაიკლო.

შეყვარებულებმა დაისახეს მიზანი და მიაღწიეს მას.

„წონაში რომ არ დაგვეკლო, ქორწილსაც არ დავგეგმავდით. ჩვენი ქორწილის დღე ივლისშია დანიშნული. დარწმუნებული ვარ, რომ სტუმრების ნაწილი ვეღარც გვიცნობს“, - ამბობს კიმი.