"...და ერთ რამეს გირჩევთ, რაც ჩვენი პატიოსნებისა და სარგებლობისათვის კარგი იქნება..."

ქართველებს ასეთი მითიც გვაქვს: "რომელმან შექმნა სამყარო", მანვე გაგვაჩინა ქართველებად და ჩვენი გენის ხასიათით მოხიბლულმა, საცხოვრებლად თავის წილხვედრ მიწიერ სამოთხეში დაგვასახლა და მისი მოვლა-პატრონობა დაგვიბარა ანდერძად...

უკანასკნელი, ქვესკნელი, ზესკნელი, წინასკნელი, გარესკნელი, სკნელი - ქართული სიტყვებია. როდესაც ქართველი გონი სკნელში აზროვნებ, ხედავ, რომ  5000 წელს გადაცილებული კულტურის გენში ბოლო საუკუნეებში მოჭარბებულმა მისთვის არადამახასიათებელმა აზრებმა (მიკვირიობა - "მარიაჟობა", "პაკაზუხობა" -"პიჟონობა", დანახვის ხატი - უნახავმა რა ნახა...), კაცობრიობის ერთ-ერთი უძველესი ცივილიზაციის ერის საერთო გონი პროვინციული ეპოქების დროებითი მიმდევრობების ფასეულობებით  დაგვინაწევრა და ბევრი ჩვენგანი მათ დინებებში იძირება. ამის პირდაპირი თუ ირიბი ზამოქმედებებით ღმერთისგან ერისთვის მონიჭებული ღმერთის, სიყვარულის, მეგობრობის, ქველმოქმედების, ერთგულების, ერთიანობის  (ვეფხისტყაოსანი...), კაცის კაცურობის და ქალის ქალურობის დროში შემოწმებული ყოვლისმომცველი აღქმა, დღევანდელი პროვინციული პრიმიტივიზმის გზაზეა და ერის მთლიანობის ყოვლისმომცემ ძალას ხელიდან გვაცლის. 

იბერიულ-კოლხურ-ქართულ სივრცეში გენის და გონის გამაერთიანებლად ერს ტრადიციულად სამეფო სახელმწიფოებრივი წყობის ინსტიტუტი გვაქვს. ეს წესი უკვე მესამე საუკუნეა შეჩერებულია და სანამ მეფე გამოჩნდება, ამ მოვალეობის შესასრულებლად ქართველ მებრძოლ ვეტერანთა ჯგუფი ვთვლით, რომ საჭიროა ერმა დავაფუძვნოთ ეროვნული სტრატეგიის ინსტიტუტიინსტიტუტი იაზროვნებს არა პოსტკოლონიური "გუშინდელი სახელმწიფოებიდან"  გამოსულის საზოგადოების "ფერადი შუშის ბურთების" თეორიით, არამედ ათასწლეულებში დახვეწილი საკუთარი უმაღლესი კულტურის ფასეულებებით - ისტორიული და თანამედროვე ცივილიზაციების გონებრივი, ტექნიკური და სხვა ცხოვრებისეული მიღწევების საფუძვლებზე შეიმუშავებს 50-საუკუნოვანი ცნობიერების გამაერთიანებელ თემატიკას და გენისათვის დამახასიათებელი მასშტაბური აზროვნების უნარით გაუკვალავს ერს გზას თანამედროვე მსოფლიოში და საუკუნეებში. შეასრულებს ჭყონდიდელის როლს ერის ისტორიაში.

ინსტიტუტის დაარსება და მუშაობა, ვთვლით, რომ ყველა იბერიელ-კოლხ-ქართველის, ჩვენს ინტერესებშია და ამიტომ, საქართველოს მეომართა ჯგუფი მოგმართავთ ერს მსოფლიოს ქართველთა პირველი საერო კრების მოწვევის ინიციატივით. კრება იმსჯელებს ისტორიის ფორვატერში ერის კოორდინაციისა და სტრატეგიის საკვანძო თემებზე და განიხილავს მათზე მუშაობის მეთოდიკას, დააფუძვნებს ეროვნული ცნობიერების ინსტიტუტსრომელიც უმოკლეს ვადებში შეისწავლის (ვიმედოვნებთ, ყველა ჩვენგანის დახმარებით) ქართული საერთო გონის გამაერთიანებელ თემატიკას, ერის დადებით და უარყოფით მახასიათებლებს, იზრუნებს ყველა თაობის ინტელექტუალურ, მატერიალურ ინტერესებზე, გასწევს ქველმოქმედებებს და ეპოქების რეალობების საფუძვლებზე სამსახურეობრივად საჭირო პროფესიონალურ რჩევებს მიაწვდის ერისა და ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობაზე პასუხისმგებელ სახელმწიფო სტრუქტურებსა და დაინტერესებულ პირებს.

ინსტიტუტი საუკუნეებზეა გათვლილი და ამიტომ კრებაზე ვიწვევთ დღევანდელი მსოფლიოს ყველა ქართული დიასპორების, ბაგრატიონების, სათავადაზნაუროს, მეცნიერების, საპატრიარქოს, ქართველი მუსულმანების (აჭარის, თურქეთის, აზერბაიჯანის, ირანის, ავღანეთის...), ქართველი კათოლიკების, ქართველი ებრაელების, სხვა რელიგიური მიმდევრობების ქართველების, სახელმწიფოს მმართველი სტრუქტურების  ყველა თაობის პოლიტიკური სპექტრის, ახალგაზრდობის, კულტურის, ვაჭრობის, არასამთავრობო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ქვეყნის რეგიონებისა და სხვა, სახელმწიფოებრიობის მნიშვნელოვანი სფეროების წარმომადგენლებს.

შეკრების მასშტაბურობას ვხედავთ. ჩასატარებლად საჭიროა კრების საორგანიზაციო შტაბის შექმნა და მუშაობაში ყველა ქართველის მოხმარება, მონაწილეობა. ამიტომ მოგმართავთ ყველა გენით, გონით და გულით ქართველს: ვისთვისაც სულერთი არაა საკუთარი და შვილების მომავალი: დაგვიკავშირდით საინიციატივო ჯგუფს და მიიღეთ აქტიური მონაწილეობა შტაბის შექმნაში და მის მუშაობაში რითიც და როგორც შეგიძლიათ - ფიზიკურად, ინტელექტუალურად, პირადი კავშირებით, მატერიალურად, სარეკლამო თუ საკონტაქტო საშუალებებით, ტრანსპორტით ან, უბრალოდ, გამოხატეთ თქვენი თანადგომა. 

შეკრების ერთერთი მიზანია გავიგოთ, რამდენი ვთვლით დღეს თავს გენის წარმომადგენლად, რამდენი ვაცნობიერებთ, რა გველის თითოეულ ჩვენგანს პიროვნულად თუ ეროვნულად უახლოეს 1-3-7-10-20-40-65-100-500-1500... წელიწადში, თუ არ ვიმოქმედეთ გენმა და რა უნდა ვიმოქმედოთ დღესვე, რომ შევინარჩუნოთ, აღვიდგინოთ და გავაძლიეროთ პიროვნული, ეროვნული და სახელმწიფოებრივი მთლიანობა.

ჩვენი გენი ყველა საქმეში პროფესიონალს გვხდის, ავშიც და კარგშიც. დროა ღმერთის და ჩვენი წილხვედრი სამშობლოს შვილებმა თავი დაანებოთ "ტყეში ნაპოვნი პანტით მარიაჟობას". უნახავები ბოლოს რას ნახულობენ - გაგვიგია. დროებით კონფორტში ნუ ცვლით მარადისობას, დაბრუნდით ერის ზნეობაში - საქმეში ჭირდებით ერს, ქვეყანასა და ღმერთს. ხოლო მათ, ვისაც დღესაც ბრძანებად გვესმის დავითის მომართვა - " ..რაც ჩვენი პატიოსნებისა და სარგებლობისათვის კარგი იქნება: ესაა, რომ ჩვენ ყველამ ხელთა ცისადმი აპყრობით ძლიერ ღმერთს აღთქმა მივეცით, რომ მისი სიყვარულისათვის... მტკიცე გულით..." დროა ვიმოქმედოთ სისხლის ძახილით! 
ყველა ქართველი მეომარი ვართ. აღვიდგინოთ დიდგორის ჯარის მთლიანობა და 200 დიდგორელის ერთიანი გული - ჩვენ, ყველა, მათი შთამომავალი ვართ. ერთად ვახელმწიფოთ შთამომავლებმა ჩვენში და ჩვენს მიწაწყალზე წინაპართა ზნეობის კანონები და ყველა ასაკის თაობა და შთამომავალი ბედნიერი ვიქნებითშთამომავლების და წინაპრების ესეთი განწყობა კი, "რომელმან შექმნა სამყარო" - მანვე დალოცა დასაბამიდანვე და ამიტომ, როდესაც "ჟამჲ რაი წულილთა და ჴმელთა აღმოფშჳნათაჲ წარმოდგეს..." შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ - შეგვიწყალებს მსაჯული ჩვენი. მანამდე კიჩვენი პატიოსნებისა და სარგებლობისათვის გულით და გონით გავერთიანდეთ ერი დასაბამიდანუკუნითა უკუნისამდე.
საინიციატივო  ჯგუფის სახელით,  გიორგი შანშიაშვილი.
 საინიციატივო ჯგუფის მისამართი: kolibqa@gmail.com 
facebook: ქართველები