„მოხერხებული“ ბიჭუნა

„მოხერხებული“ ბიჭუნა

ახალ ზელანდიაში 4 წლის ბიჭმა კინაღამ იყიდა ძველი მატარებელი, რომელიც სატრანსპორტო კომპანიამ გაიტანა სავაჭრო აუქციონზე. საკითხი თითქმის მოგვარებული იყო, მშობლებს დროზე რომ არ შეემჩნიათ ეს „საქმიანი გარიგება“.

"Metlink"-ის კომპანიაში ძალიან გაუხარდათ,  როდესაც გაიგეს, რომ მათ მატარებელს, რომელიც ველინგტონის გარეუბნებში ჯერ კიდევ 40-იანი წლებიდან დადიოდა, ინტერნეტ-მომხმარებლის სახით, ჩამოწერისთანავე გაუჩნდა მყიდველი. მაგრამ სინანულით მოუხდათ თითზე კბენა,  როცა გაიგეს, რომ 30 ათას დოლარად მატარებლის ყიდვის მოსურნე 4 წლის ბიჭუნა იყო, რომელიც მშობლების კომპიუტერს  უჯდა მათი არყოფნის დროს.

როდესაც "Metlink"-ის კომპანიას ბიჭუნას დედის წერილი მიუვიდა გარიგების გაუქმების თხოვნით, კომპანიის წარმომადგენლებს  ისღა დარჩენოდათ, მისი ტალანტი დაეფასებინათ,  რომელმაც ბევრ მოზრდილზე უკეთ ჩაატარა სავაჭრო პროცედურა - იმისათვის, რათა  ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებში მიეღო მონაწილეობა, ბავშვს მოეთხოვებოდა კომპიუტერული ტექნიკის სრულყოფილი ცოდნა.