უხუცესი მოსწავლე

უხუცესი მოსწავლე

98 წლის კონეკტიკუტელ ჯეიმს ჰენრის წერა-კითხვა 90 წლის ასაკში მოხალისე მასწავლებელმა ასწავლა.

ჰენრის თქმით, აქამდე სწავლა იმიტომ ვერ მოახერხა, რომ მუშაობდა და დრო არ ჰქონდა.

მას შემდეგ, რაც წერა-კითხვა ისწავლა, დაწერა წიგნი - "მეთევზეების ენაზე". წიგნი ავტობიოგრაფიულია.

"თითქოს თავიდან დავიბადე. ყოველთვის მინდოდა, მესწავლა, მაგრამ ამის შესაძლებლობა არასდროს მქონია", - ამბობს ჯეიმსი.