სიცილის საერთაშორისო დღე

სიცილის საერთაშორისო დღე

მსოფლიოს 70-მდე ქვეყანა სიცილის დღეს მაისის პირველ კვირას აღნიშნავს.

ეს დღე პირველად ინდოეთში 1998 წლის 11 იანვარს აღნიშნეს. მოძრაობა მადან კატარიამ შექმნა, რომელიც სიცილის იოგის - "Laughter Yoga" დამფუძნებლადაც მიიჩნევა.

"სიცილის დღის არსებობის არსი ადამიანების ჯანმრთელობა, მხიარულება და მშვიდობიანი სამყაროა", - წერია "World Laughter day"-ის ვებგვერდზე.

სიცილის იოგა ამბობს, რომ სიცილი პოზიტიური და ძლიერი ემოციაა, რომელსაც ყველა ინგრედიენტი აქვს, რაც ადამიანს სამყაროს შესაცვლელად სჭირდება.

სიცილის საერთაშორისო დღის აღნიშვნას  გერმანელები ჩვეული სიზუსტით ზუსტად ორ საათზე იწყებენ.