ჩილეში მდებარე ყველაზე დიდი აუზი სიგრძეში კილომეტრზე მეტია და 1103 მეტრს აღწევს.
იგი 2014 წელს გინესის რეკორდების წიგნში შევიდა.
აუზში 250 მილიონი ლიტრი წყალი ჩადის და 8 ჰექტარ მიწაზეა განთავსებული.
აუზი ჩილეს ერთ-ერთ საკურორტო ქალაქში სან-ალფონსო-დელ-მარში მდებარეობს, რომელიც სანტიაგოდან 90 კილომეტრით არის დაშორებული.