აშშ-ის ქალაქ ნეშვილის მაცხოვრებელმა 54 წლის წინ ჩადენილი დანაშაულის გამოსწორება გადაწყვიტა და პარკში მოპარული ჰორტენზიის ბუჩქი დააბრუნა.
73 წლის ბილ თითლეფი ამბობს, რომ 18 წლის ასაკში მას ყვავილებით მეუღლის გახარება ძალიან უნდოდა, თუმცა ფული არ ჰქონდა. ამიტომ, ღამით ქალაქის პარკში მეგობართან ერთად შეიპარა და ვარდისფერი ჰორტენზიის ბუჩქი ამოთხარა.
წლების წინ, ბუჩქის ქურდობის საქმე გაუხსნელი დარჩა. ნახევარი საუკუნის შემდეგ ყვავილების ქურდმა გააცნობიერა, რომ მალე უმაღლესი სასამართლოს - უფლის წინაშე ელის წარდგენა, ამიტომ სიტუაციის გამოსწორება გადაწყვიტა.
ჰორტენზიის ბუჩქი 54 წლის მანძილზე კენტუკის შტატში, თითლეფის დედის ფერმაში ინახებოდა. ამჟამად, მოპარული ყვავილები სილამაზით კვლავ ახარებს ნეშვილის პარკის სტუმრებს.