„მუსიკოსი“ სპილო

„მუსიკოსი“ სპილო

სპილო სახელად შანტი ვაშინგტონის ეროვნულ ზოოპარკში გარმონზე ხორთუმით უკრავს.

მუსიკით გატაცება 36 წლის შანტის მისმა მომვლელმა, დები ფლინმენმა შენიშნა. ამიტომ შეუტანეს მას გარმონი გალიაში.

შანტის მუსიკის გარდა სხვა გატაცებებიც აქვს: მას მოსწონს ყურებით ხმაურის გამოწვევა და სხვა ხმების გამეორება,

ზოოპარკის თანამშრომლების თქმით, შანტი შრი ლანკადან გამოგზავნილი საჩუქარია. მას 10 წლის შვილი - კანდულა ჰყავს.