ადამიანის შესაძლებლობები

ადამიანის შესაძლებლობები

ადამიანი მუდმივად ცდილობს, გამოსცადოს საკუთარი თავი – ცდილობს რაიმე ქმედებით იყოს განსხვავებული, გამოეყოს ხალხის ბრბოს. ეს თვისება მას დაბადებიდან დაჰყვება. რისი უნარი აქვს ადამიანის ორგანიზმს?

1. სიმაღლე – სიღრმე:

ადამიანის მიერ დაპყრობილი უმაღლესი მწვერვალი – ჯომოლუნგმა – 8848კმ;  მიწისქვეშ ჩასვლა –  2კმ და 158 მეტრი; წყალქვეშ ყვინთვა ჰიდროაღჭურვილობის გარეშე – 92 მ.

2. ტემპერატურა:

ბრიტანელმა მეთევზემ,, რომელიც საზღვაო კატასტროფაში მოჰყვა 1985 წელს, 5 საათი გაატარა ყინულიან წყალში; ამის შემდეგ სამი საათის განმავლობაში ფეხშიშველი მიდიოდა ყინულიან სანაპიროზე. იყო შემთხვევები – ადამიანები ინარჩუნებდნენ აზროვნების უნარს, როდესაც მათი სხეულის ტემპერატურა 26°С იყო, ხოლო ზოგიერთ მათგანს – სხეულის 24 °С ტემპერატურით შეეძლო გააზრებული საუბარი.

ადამიანს შეუძლია გაძლოს ერთი საათი –71°С, 49 წუთი – 82°С, 33 წუთი — 93°С, 26 წუთი — 104°С –ზე.   მამაკაცმა 14 წუთი დაჰყო ღუმელში, სადაც ტემპერატურა იყო 170–°С. ბელგიელი მამაკაცი ცოცხალი გადარჩა, მას შემდეგ, რაც 5 წუთი დაჰყო თერმოკამერაში  200°С ტემპერატურით.

3. მანძილის დაფარვა:

მსოფლიო რეკორდი სირბილში მამაკაცებს შორის – 303 კმ. და 500 მ. 24 საათში; ქალთა შორის 250 კმ. და 100 მ. იმავე დროში.

1980 წელს ფინელმა მოთხილამურემ 24 საათში დაფარა 280 კმ. და 900 მ.

არგენტინელმა ანტონიო ალბერტინომ 43 საათისა  და 4 წუთის განმავლობაში  შეუსვენებელი ცურვით დაფარა 150 კმ.

ყველაზე გრძელი დისტანცია 321 კმ გაცურა ამერიკელმა სტელა ტეილორმა.

4. შიმშილი:

სტატისტიკის თანახმად ადამიანს შეუძლია საკვების გარეშე გაძლოს 45 დღე–ღამე, ხოლო უწყლოდ –  10 დღე–ღამე.

5. ჟანგბადი:

საშუალოდ ადამიანს უჰაეროდ ყოფნა შეუძლია 3–4 წუთის მანძილზე. იაპონელი მყვინთავი ქალები–8,5 წუთს ატარებენ  წყალქვეშ უჟანგბადოდ, როდესაც მარგალიტებს აგროვებენ.

6. ძალის გამოყენება:

ამერიკელმა ბილ კაზმაიერმა – ასწია 300კგ. შტანგა მწოლიარე მდგომარეობაში.

ლიტველმა ჟიდრუნას სავიცკასმა – 400კგ.დაიდო მხრებზე.

რუსმა ივან ზაიკინმა – 400კგ. ღუზა ასწია მხრებით, ასევე ასწია შტანგა, რომელზეც10 კაცი იჯდა და დაატრიალა.