აშშ-ში მეხანძრე-რობოტს ქმნიან

აშშ-ში მეხანძრე-რობოტს ქმნიან

ამერიკული სამხედრო საზღვაო ლაბორატორიის მეცნიერები სამხედრო გემებზე ხანძართან საბრძოლველად ადამიანის მსგავს რობოტს ქმნიან.

ავტონომიური რობოტი-მეხანძრე გემბანზე თავად გადაადგილდება. მას კიბეებზე მოძრაობა მეორე პირის მართვის გარეშე შეეძლება. მწარმოებლებმა რობოტს ეკიპაჟის წევრებთან ,,ურთიერთობის’’ და მათი მითითებების  ზუსტად შესრულების უნარიც მიანიჭეს.

რობოტი უახლესი სენსორული ტექნოლოგიებით, მრავალი გადამცემით; ტელეკამერით და ინფრაწითელი სტერეოკამერითაა აღჭურვილი, რომლებიც საშუალებას მისცემს ძლიერი კვამლის პირობებში ადვილად გაიკვლიოს გზა. მანიპულატორი-ხელებით მას შეეძლება ხანძრის ჩაქრობის სხვადასხვა ხერხს მიმართოს. მწარმოებლები ირწმუნებიან, რომ მეხანძრე-რობოტი საკმარისად მოქნილი იქნება იმისათვის, რომ ყველა ბარიერი  გადალახოს და ნებისმიერი მიმართულებით გადაადგილდეს.