ჰიპოთეზა გლობალური დათბობის შესახებ არ დასტურდება

ჰიპოთეზა გლობალური დათბობის შესახებ არ დასტურდება

ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ჰაერის ტემპერატურის ზრდა, რომელიც 37 წლის განმავლობაში ფიქსირდებოდა, შეჩერებულია, -ამტკიცებენ ყაზანის უნივერსიტეტის მკვლევარები.

”ჩვენ მრავალი წლის მაჩვენებლები გავაანალიზეთ და მივაგენით, რომ ინტენსიური დათბობის შემდეგ ინტენსიური გაციების პერიოდი დაიწყო”, - აღნიშნულის შესახებ უნივერსიტეტის მეტეოროლოგიის კათედრის თანამშრომელმა იური პერევედენცევმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს მონაცემები გლობალური დათბობის ჰიპოთეზას არ ამტკიცებს.