ქორწინება „ბრიტანულად“

ქორწინება „ბრიტანულად“

დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი მცხოვრები რეზინის თოჯინაზე დაქორწინდა.

55 წლის ინგლისელისათვის ეს პირველი მსგავსი ქორწინება არ არის. პირველმა სულ სამი წელი გაძლო – ეტყობა, სანამ მთლიანად არ დაიჩუტა.

სასიძო, ედვარდ კანიონი, ვერაფერს განსაკუთრებულს ვერ ხედავს თავის საქციელში –  იურიდიული თანხმობის გარეშეც მშვენივრად გრძნობს თავს. ეს არის მისი საუკეთესო გადაწყვეტილება, რადგან ცოცხალ ქალებთან  მაინცდამაინც არ უმართლებს. ამიტომაც არის, რომ ახლა უკვე 9 თოჯინასთან ერთად მოუწევს ცხოვრება.

საკითხავი მხოლოდ ერთია – როგორ რიგდებიან ერთმანეთთან რეზინის ცოლები, ეჭვიანობის გარეშე?!