ამერიკელთა ეროვნული სიამაყე

ამერიკელთა ეროვნული სიამაყე

ზუსტად არავინ იცის, როდის გაჩნდა „ჰოთ-დოგის“ ცნება, მაგრამ ის კი ცნობილია, რომ 1893 გამოცხადებული იყო, როგორც „ფუნთუშიანი სოსისის“ დიდი წელი.

„ჰოთ-დოგის" ეროვნული დღე აშშ-ის სავაჭრო პალატის მიერ ოფიციალურად დადგინდა  1957 წელს.

18 ივლისი აშშ-ში „ჰოთ-დოგის" დღედ არის გამოცხადებული.

1994 წელს შეიქმნა „ჰოთ-დოგისა" და სოსისის ეროვნული საბჭო, რომელიც დაკავებულია პროდუქტის ხარისხის კვლევით, დეგუსტაციითა და რეკლამით.

ტრადიციულად, „ჰოთ-დოგისა" და სოსისის ეროვნული საბჭოს წევრები აწყობენ შეჯიბრს „ჰოთ-დოგის" მომზადების ხელოვნებაში, 4 უმთავრესი წესით:

18 წლის ასაკს ზემოთ იკრძალება „ჰოთ-დოგზე" კეტჩუპის დასხმა.

"ჰოთ-დოგის" ჭამა არ შეიძლება თეფშიდან - მხოლოდ ხელით.

არ შეიძლება  ხელებზე დარჩენილი საწებლის მობანვა, მხოლოდ ლოკვა.

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება „ჰოთ-დოგის" მიტანა ფაიფურის ჭურჭლით, ეს შეუთავსებელია ცნებასთან - „ჰოთ-დოგი - ამერიკელთა ეროვნული  საკვები“.

სტატისტიკა მეტყველებს, რომ უკანასკნელ ხანებში  „ჰოთ-დოგის" მოხმარება გაიზარდა და საშუალო ამერიკელი  წელიწადში, დაახლოებით, 60 „ჰოთ-დოგს"მიირთმევს.

დამოუკიდებლობის აღნიშვნის დღეს აშშ-ში იჭმება, დაახლოებით, 150 მილიონი „ჰოთ-დოგი". ეს „ჰოთ-დოგური" ჯაჭვი რომ გავწელოთ, ხუთჯერ დავფარავთ მანძილს ვაშინგტონსა და ლოს-ანჯელესს შორის.