ნიუ-იორკელმა ოკულისტებმა კლიენტებს ახალი სერვისი შესთავაზეს.
ისინი თვალებში პლატინისგან დამზადებულ სამკაულების იმპელმენტირებას ახდენენ.
ეს პროცედურა, დაახლოებით, 3 ათასი დოლარი ღირს და როგორც ნიუ-იორკელი ექიმი ჩინი აცხადებს, სრულიად უსაფრთხოა. მისივე თქმით, კლიენტებში ყველაზე პოპულარული გულის ფორმის სამკაულია.
ექიმი ჩინის განცხადების მიუხედავად, აშშ-ს კვებისა და წამლების უსაფრთხოების ადმინისტრაცია ჯერ-ჯერობით არ ურჩევს მოქალაქეებს ამ პროცედურის ჩატარებას. მათი თქმით, ჯერ არ ჩატარებულა საკმარისი ცდები იმისთვის, რომ ეს პროცედურა უსაფრთხოდ იქნას მიჩნეული.