ყველაზე იღბლიანი ამერიკელი

ყველაზე იღბლიანი ამერიკელი

ამერიკული გამოცემა "USA Today"-ის ცნობით, მელვინ უილსონმა, რომელიც ვირჯინიის შტატში ცხოვრობს, უკვე მეოთხედ მოიგო მსხვილი თანხა.

უოლსონი 2004 წლიდან რეგულარულად ყიდულობდა მომენტალურ (სკეტჩ-კარტი) ლატარიას.

პირველად მხოლოდ 25 ათასის მოგება ხვდა წილად. შემდეგ მის "ანგარიშზე" 150 ათასი დოლარი იყო, მოგვიანებით კი  – უკვე მილიონ 500 ათასი დოლარი,

ბოლოს კი, ლატარიით 500 ათასი დოლარი მიითვალა.

თავის იღბალს უკვე მილიონერი მელვინ უილსონი იმით ხსნის, რომ უბრალოდ, საჭირო ადგილზე საჭირო დროს აღმოჩნდება ხოლმე.