ბრიტანელი სტატისტიკოსების ბოლოდროინდელი გამოკვლევები მიუთითებს, რომ მამაკაცების 34 პროცენტს პათოლოგიურად ეშინია, საკუთარ თავზე აიღოს ოჯახური ვალდებულებები.
27 პროცენტს სძულს ჭურჭლის დარეცხვა და ამას არ გააკეთებს.
კაცების 30 პროცენტი ამჯობინებს, სრულ უწესრიგობას შეეგუოს, ვიდრე დაალაგოს და დაასუფთაოს ბინა.
კაცების 16 პროცენტი კატეგორიულად არ დადის საყიდლებზე.
მამაკაცების 19 პროცენტს წარმოდგენა არ აქვს, როგორ მზადდება საჭმელი.
მხოლოდ კაცების 17 პროცენტი ეხმარება მეუღლეს ხალისით საოჯახო საქმეებში.