საგნები SMS-ს გააგზავნიან

საგნები SMS-ს გააგზავნიან

ისრაელში არიე ნადლერი მუშაობს ახალ ტექნოლოგიაზე, რომლის მეშვეობითაც უსულო საგნები ადამიანებს გაუგზავნიან  SMS-ებს.

ვისთვის არის ეს საჭირო? აი, რამდენიმე მაგალითი:

არიემ საკუთარ სახლში, შემოსასვლელი კარის საკეტზე დაამონტაჟა სპეციალური მოწყობილობა, რომელიც მას უგზავნის მოკლე შეტყობინებებს: როდის გაიღო კარი, როდის დაიკეტა კარი, ვინ და რომელი გასაღებით გააღო იგი.

თუ კარებს შეამტვრევენ, პროგრამა სახლის პატრონს უგზავნის SMS -ს: „ყაჩაღები დაგვესხნენ, გამოუძახე პოლიციას“.

ასეთივე ხელსაწყო დაამაგრა თავის მობილურ ტელეფონზეც - დაივინგის მოყვარულებს შეუძლიათ წყლის ქვეშ გადასცენ ინფორმაცია თანაგუნდელებს, მაგალითად ასეთი: „ჰეი, თქვენ -  უჩემოდ მიცურავთ“.

მებაღეებს არიე ურჩევს თავისი მოწყობილობის გამართვას ხეზე. როდესაც მცენარეს მოუნდება წყალი, ის იძლევა ნიშანს: „წყალი დამისხი, დამცხა“, ან „ ყველაფერი წესრიგშია, უკვე მომრწყეს“.